• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოსმენის ფაქტების დადასტურება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ “ქართული ოცნების” რეალური საგარეო პოლიტიკა სრულიად აცდენილია მის მიერ დეკლარირებულ ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას” – ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:42 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76


საქართველოს პარლამენტის ფრაქცია, “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ფარული მიყურადების და თვალთვალის ამსახველ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

გამცხადებაში ნახსენებია, რომ ფრაქცია შეშფოთებულია და გმობს, საქართველოში დიპლომატიური მისიების უკანონო მიყურადების და თვალთვალის სავარაუდო ფაქტებს. ფრაქციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ღრმა შეშფოთებას გამოხატავს,  საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების ფარული მიყურადების და თვალთვალის  სავარაუდო ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.
კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცულობა, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, დაცულია მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით – მაგალითად, ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლით და ბოლოს, დიპლომატიური სამართლის მთავარი დოკუმენტის, 1961 წლის ვენის კონვენციის 27-ე  მუხლით. ვენის კონვენციის თანახმად, მიმღები ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი კომუნიკაცია ყველა დიპლომატიური მისიისთვის. კონვენცია ასევე იცავს კომუნიკაციის ხელშეუხებლობას. შესაბამისად, დიპლომატიური მისიების უკანონო მოსმენა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ არღვევს კონვენციას და ექვემდებარება გასაჩივრებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დიპლომატიური მისიების უკანონო მიყურადების და თვალთვალის სავარაუდო ფაქტები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს უკავშირდება. ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, სავარაუდოდ, ისმენს იმ ქვეყნებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნდამენტურ როლს თამაშობენ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებაში, მათ შორის უსაფრთხოების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიმართულებით. იგივე სახელმწიფოები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მყარად ინტეგრირებული სახელმწიფოს შესაქმნელად. სრული პასუხისმგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების უკანონო მოსმენის დადასტურება, შეუძლებელს გახდის ამ მიმართულებით რაიმე პროგრესის მიღწევას. მოსმენის ფაქტების დადასტურება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ “ქართული ოცნების” რეალური საგარეო პოლიტიკა სრულიად აცდენილია მის მიერ დეკლარირებულ ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას.
დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანი არჩევნების გზით, აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის და დაცულობის, თავისუფლების უზრუნველსაყოფად

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved