მოსკოვსა და მის მიმდებარე რეგიონებს 500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“28 ნოემბრის 17:00 საათიდან 29 ნოემბრის 07:00 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 542 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა“ | აცხადებს სობიანინი და აღნიშნავს, რომ დრონების უმეტესობა „მოსკოვიდან შორს“ ჩამოაგდეს.
27-28 ნოემბრის ღამეს მოსკოვის ხელისუფლებამ რუსეთის დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონზე 460-ზე მეტი დრონის თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოსკოვის რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, ერთ-ერთი თვითმფრინავიდან კი მგზავრების ჩამოსმა გახდა საჭირო.











კომენტარები