რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს ჯონ კენედის ძმის შვილიშვილს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ.
32 წლის კონორ კენედი აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, უმცროსი რობერტ ფრენსის კენედის ვაჟია. კონორ კენედის ბაბუის ძმა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო.
თავად კონორ კენედიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებულ პოსტში ღიად ისაუბრა უკრაინაში გამგზავრების შესახებ. მისი განცხადებით, იგი ღრმად შეძრა უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რის გამოც გადაწყვიტა, უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს შეერთებოდა. აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების მომენტისთვის კენედის უკრაინა უკვე დატოვებული ჰქონდა და სამშობლოში იყო დაბრუნებული.
“სამხედრო გამოცდილება არ მქონია და არც ჩინებული მსროლელი ვიყავი, მაგრამ მძიმე ნივთების ზიდვა შემეძლო და სწრაფად ვსწავლობდი. მზად ვიყავი, იქ მოვმკვდარიყავი. ამიტომ, მალევე დამთანხმდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნაზე. ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა, – საშინელებაა. ადამიანები, რომლებსაც შევხვდი, ყველაზე მამაცები იყვნენ მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი” – თქვა კენედმა











კომენტარები