• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსკოველმა ქალბატონმა ქართველი მამა იპოვა – “მადლობა უფალს და მადლობა ჩემ შვილს, რომ მიპოვა“

ალია ავტორი - ალია
18:53 07-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

გუშინ „პრაიმტაიმმა“ შემოგთავაზათ ამბავი მოსკოველ ქალბატონზე, იულია ბოიცოვაზე, რომელიც ქართველ მამას ეძებდა.

სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ელგუჯა ფიფიამ დაგვირეკა და ყველა გვეუბნებოდა, რომ იულია ბოიცოვას მამა იყო.

თუმცა, ბევრი რამ არ ემთხვეოდა: ხან ასაკი, ხან ლოკაცია, ხანაც დეტალები. მაგალითად, ის, რომ იულიას ნათლიამ ბავშვის ფოტო გაუგზავნა მამას. იმ ელგუჯა ფიფიებს, რომლებმაც ჩვენთან დარეკეს, ასეთი ფოტო არ მოეპოვებოდათ და ამბობდნენ, ფოტო შესაძლოა გამოგზავნეს, მაგრამ ჩემამდე არ მოსულაო.

დღეს დილით ჯერ ახალგაზრდა გოგონა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ იულია მისი და იყო. მას თურმე მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსენებდა მამა, რომ ჰყავდა მასზე 2-3 წლით უფროსი და.

შემდეგ თავად ბატონი ელგუჯა შეგვეხმიანა და გვითხრა, – გთხოვთ, ხმა მიაწვდინეთ, ნამდვილად ჩემი შვილიაო.

ამჯერად ბევრი ფაქტი ემთხვეოდა ერთმანეთს და ბატონი ელგუჯას მონათხრობიც არავითარ ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ არ ემთხვეოდა მთავარი – გვარი. იულია ამბობდა, რომ მამამისი იყო ელგუჯა ფიფია, მაგრამ მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ იულიას მამა იყო, სულაც არ აღმოჩნდა ფიფია.

„ფიფია გახლდათ ჩემი ბიძა, ვისთან ერთადაც მოსკოვში ვიყავი“, – ასე აგვიხსნა ბატონმა ელგუჯამ და თავისი ახალგაზრდობისდროინდელი ფოტოც გამოგვიგზავნა და იულიას პატარაობის ფოტოც, რომელიც მან მოსკოვიდან მიიღო.

რაღა თქმა უნდა, ფოტო იულიას გადავუგზავნეთ. თუ ის ამ ფოტოზე საკუთარ თავს ამოიცნობდა, „საქმეც გახსნილად“ გამოცხადდებოდა.

ფოტოების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ არათუ იულიამ ამოიცნო საკუთარი თავი ბავშვობის ფოტოში, მისმა დედამაც იცნო იულიას ბიოლოგიური მამა მის ახალგაზრდობის ფოტოში.

სულ ორიოდე წუთში დარეკა იულიას მეუღლემ, – ჩემი ცოლი შოკშია, ვერ გელაპარაკებათ, ტირის და მე გულმა არ მომითმინა, სანამ ეგ დაწყნარდება და ლაპარაკს შეძლებს, დაგირეკეთო.

На изображении может находиться: 2 человека, гора, небо, облако, на улице и природа

ძალიან ბედნიერი იყო ცოლ-ქმარი და სულ მალე მამის გასაცნობად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ.

მათ შორის პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა.

იულიას „პრაიმტაიმმა“ მიაწოდა მამისა და დის საკონტაქტო მონაცემები.

ცოტა ხანში ბატონმა ელგუჯამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი:

„ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომელიც 31-წლიანი განშორების მერე ვიპოვე. მადლობა უფალს ამისთვის და მადლობა ჩემს შვილს, რომ მიპოვა“.

ამავე პოსტის კომენტარებში კი იულიამ თავისი ბავშვობისა და დედის ფოტოები დაამატა.

ძალიან ბედნიერია მამაც, შვილიც და მათი ოჯახის წევრებიც. ვულოცავთ!

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved