მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ტვ პირველთა, თქვა:
სულ ჯამში შეჩერებულ იქნა 6 საქმე. მე ჩავთვალე, რომ ექვსივე საქმეში იყო ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის საფრთხე და მიმაჩნია, რომ კანონები, რომლებიც მე უნდა გამოვიყენო არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ეს არის მუხლი: წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
საკითხი ეხება იმას, რომ ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს თანხა, შემდეგ ის არის განწირული უპირობო გრძელვადიანი, ხანგრძლივი პატიმრობით, 30 დღიანი პატიმრობით, რაც არის დაუშვებელი ვინაიდან, არ შეიძლება ადამიანი თავისი ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე კანონმდებელმა დაადგინოს, რომ ყველა სხვა ფაქტორების მიუხედავად ის აუცილებლად უნდა იყოს პატიმრობაში და ამით შეკვეცა მოსამართლის უფლებამოსილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდეს საკითხი განიხილოს ობიექტურად და დაადგინოს სამართლიანი სახდელი…
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელიმე პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ჩემი, როგორც მოსამართლის საქმიანობას შეაფასებს, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე ვარ მართალი, მე ვარ ჩემი სინდისით, კანონით და სამართლის პრინციპების დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამიტომ გამორიცხულია, რომ რაღაც ნეგატიურად შეფასდეს ჩემი ან საქმიანობა, ან მიღებული გადაწყვეტილება და ამით ჩემზე რაიმე ზეგავლენა იქონიოს…
კრიტიკა და ჩემს მიმართ ამგვარი მოქმედებები ხორციელდება ფარულადაც, ჩემთვის ეს ინფორმაციები ცნობილია. სხვათა შორის, ამაში მონაწილე პირებიც მაძლევენ გარკვეულ ინფორმაციებს, თუმცა ისინი გარკვეული მიზეზების გამო ისინი ვერ ახერხებენ გამოჩენას ან ხმამაღლა ამის თქმას. არის გარკვეული მინიშნებები ფარულად, მესამე პირების მეშვეობით, რომ რაღაცნაირად დავფიქრდე, მაგრამ დავფიქრდი და ამ დაფიქრების შედეგად ვიღებ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ. ცნობილი ფაქტია, რომ მე სასამართლოში არ მაქვს კომუნიკაცია და ხშირად ვამბობ, რომ მარტო ვარ იმ კუთხით, რომ მეც ვცდილობ არ მქონდეს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან იმიტომ, რომ შეიძლება მათ რაიმე უსიამოვნებაც შეემთხვეთ ამის გამო. სასამართლო კორპუსშიც არის ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება ვერ ამბობენ, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ არიან ჩემი თანამოაზრეები. ზოგს გამოუხატავს კიდეც ღიათაც და შეფარვითაც. ძალიან ბევრჯერ მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას და კმაყოფილი არიან ჩემი საქმიანობით. ეს მაძლევს ძალას და ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს ჩემთვის და ეს კრიტიკაც სწორედ ამის გამოც გიშველოდა ჩემთვის. კრიტიკოსები არის ძალიან ცოტა და ძირითადად არის ძალაუფლების მქონე ადამიანებისგან, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, რომლებსაც აქვთ სასამართლოს იმედი.”
1 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციოს ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამოდ ცნობისთვის მიმართა.
მოსამართლე ხუჭუამ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა, რაც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.














კომენტარები