გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ ორი მოქალაქის სასტიკ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვაზე უარი თქვა.
პროცესი 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლემ საქმე აიცილა. ახლა ძალადობის ხმაურიან საქმეში სხვა მოსამრთლე უნდა ჩაერთოს.
შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციელები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 პოლიციელი.














კომენტარები