• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსახლეობის დიდი ნაწილი, რაღაც დროის მერე მიხვდება რომ ეს ვირუსი უკვე გადაიტანა”

ალია ავტორი - ალია
17:05 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ღორის გრიპის“ მსგავსად, კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა, ხოლო ვაქცინის შექმნამდე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს სახელმწიფო მოქალაქეებს პნევმოკოკის ვაქცინას შესთავაზებს.

კორონავირუსისგან დასაცავად, რამდენად ეფექტურია მოქალაქეებში პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენება? უსაფრთხოა თუ არა კორონავირუსის სახლში მკურნალობა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, აკაკი ზოიძე  “2020NEWS“ -თან ინტერვიუში საუბრობს.  

-ბატონო აკაკი, დაიცავს თუ არა კორონავირუსისგან რისკ ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს პვნევმოკოკის ვაქცინა, რომლის გამოყენებას  ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურად გეგმავს?

-აქადე პვნევმოკოკის ვაქცინა სავალდებულო ბავშვებში იყო, ხოლო  ხანდაზმულებისთვის – ნებაყოფლობითი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით, წელს სახელმწიფო პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენებას ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზებს. ეს ვაქცინა ხანდზამულ მოქალაქეებსა და რისკ ჯგუფში მყოფ პირებს პნევმოკოკური პნევმონიისგან დაიცავს, რათა პნევმონიით დასუსტებული ორგანიზმი და იმუნური სისტემა არ მოხდეს კორონავირუსული ინფექციის მძიმე ზემოქმედების ქვეშ.  ვფიქრობთ, ეს ვაქცინა ეფექტურ შედეგს მოგვცემს.

-ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “საქართველო კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე  ეტაპობრივად გადავა“. არის თუ არა უსაფრთხო, თუნდაც მსუბუქად  მიმდინარე ვირუსის შემთხვევაში, სახლში მკურნალობა?

-კორონავირუსის ინფიცირების 80%  უსიმპოტომოდ მიმდინარეობს, ან ისეთი სიმპტომებით, როგორიც ჩვეულებრივ გაციებას ახასიათებს – ასეთ შემთხვევებს კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება.

მოგეხსენებათ, ადამიანების კლინიკაში გადაყვანა უსაფრთხო არ არის, რადგან იქაც არსებობს ინფიცირების გადაცენის რისკი. სახლში მკურნალობა ადამიანებს ვირუსისგან უფრო დაიცავს.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ  სახლში კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობა და მისი მითითებებით მკურნალობა, ძალიან მნიშვნელოვანია. სახლებში უნდა იმკურნალონ ისეთმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ვირუსის კრიტიკული გამოვლინება არ გააჩნიათ.

-რამდენად რეალურია ვერსია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ინფექციას  ყველა მოქალაქე გადაიტანს?

-მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელება მაქსიალურად შევამციროთ. როგორ განვითარდება დანამდვილებით მოვლენები, მსოფლიოში ვერავინ გეტყვით. დიდია ალბათობა იმისა, რომ “ღორის გრიპის” მსგავსად, კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა.

გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შესაძლოა, მიხვდეს, რომ ვირუსი გადაიტანა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ინფექცია მოსახლეობაში ერთბაშად გავრცელდეს, ამიტომ ვატარებთ ისეთ მკაცრს ზომებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დარჩით სახლში, რადგან სოციალური დისტანცირება ვირუსისგან დაცვის მთავარი გარანტიაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved