• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მორალი – არასოდეს გაეპაროთ ქმარს და არ აჰყვეთ შერეკილ დაქალს” – რას წერს დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
21:44 11-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,315

ჟურნალისტი, მწერალი, დინა მირცხულავა:

დაჟე მანქანა უყიდა ქმარმა, ფეხით რო არ ევლო მეტროსა და მარშუტკაში და ვინმეს თვალი არ გაეყოლებინა))))*
მოიტაცა და სუ სახლი, ბალღები, მასწავლებლები და ნუ როგორც ხდება…
ჰოდა, შარშან ეს ქმარი საზღვარგარეთ გავაცილეთ 
ერთი კვირა ვადევნე თვალი და რიტმიდან რო არ ამოვარდა და ისევ კდემას აწვებოდა, სახლში მივუვარდი….
– არა, ვერ გამოვალ, ქმარი გაიგებსო…
– მიდი, ქალოო, შვედეთში ძაან არ გაიგოს ვარკეთილში ხარ თუ ლესელიძის “მარგარიტაში” მეთქი…
დავიყოლიე, დედამთილი მივთიშეთ, მანქანა ჩუმად ამოვქოქეთ, და გნაა…
მენიუ მოვითხოვეთ
შეკვეთას არ ვჩქარობთ – ჩვენი ჭკუით შემოვა ახლა ორი სიმპატიური ბიჭი, გვერდით მოგვისხდებიან, სუნამოს სუნით გაგვაბრუებენ, შეკვეთას მისცემენ და გადაიხდიან კიდეც (აი, ეგ ბოლო რაც დავწერე – მართლა მესიკვდილება…
ან ხელების დასაბანად გავდივარ და გამოსვლისას ვიღაცას ვეჯახები და ხელიდან მობილური მივარდება, ორივე ერთდროულად ვიხრებით ასაღებად და ჩემი თითები მის თითებს ეხება….
ჩემი ფეხები – ვსხედვართ პოწოლიკებივით და ნაყინი შევუკვეთეთ ცალყბად
შემოდიან და შემოდიან წყვილები, წყვილები თუ არა ულვაშა ირანელები, არაბები, თურქები….
ჩვენ პაწრიოწები ვართ და მაგათ ზედაც არ ვუყურებთ.
სანაყინესაც ფსკერი გამოვუჩინეთ და ნაცნობიც შემოვიდა (ცნობილი თეატრის ცნობილი მსახიობი) და თან ვიღაცას ურეკავს, აქ მოდიო.
მეთქი- გვეშველა
რამდენიმე წუთში , იმისთანა მჩქეფარე გოგომ მოაკითხა, მაგიდის ქვეშ შევყავით თავები.
მოკლეედ იმ დღეს ის მითი დაიმსხვარა, ქალებმა რომ ვიცით, კაცის მეტი რა არიო.
გამოვედით კუდამოძუებულები…
ჰო, ნაყინის ფული იმ მსახიობმა გადაგვიხადა, თორე ახლა ჩემი ორმოცი გასული იქნებოდა – სისხლში შაქარი მიწევდა უკვე და მაჯა ხელით მეჭირა.
ჯერ სადა ვარ თურმე….
გამოვედით და მანქანას ვეღარ ვპოულობთ, სად დავაყენეთ, აქეთ ვეცით, იქეთ ვეცით, ვრეკავთ პატრულში, მეთორმეტე ოთახში, ნაცნობებთან, მეგობრებთან, ცნობათა ბიუროში…..გაგვდის ოფლი, მეათედ ვხვდებით ერთსა და იმავე ადგილას.
ჰოდა, უცებ ამის ტელეფონი რეკავს – ქმარია.
ლესელიძეზე, სომხური ეკლესიის წინ რა გინდაო ?!
თურმე რაღაც უყენია მანქანას და როგორც კი სადმე კამერასთან გაივლის – ეგრევე ფიქსირდება
ავყიჟინდიით
– როგორ მიყვარხარო, ეს აქედან უყვირის
იმან, ეგეთი რა დალიე შე დედა@@@ოო 
მივედით მანქანასთან და უი, გასაღები არაა
“მარგარიტას” ტუალეტში დარჩენია ამ ლენჩს
მე მანქანას არ მოვშორდი, ყოველი შემთხვევისთვის, ეგ გავარდა… მალევე გამოჩნდა და თურქის კაცი მოსდევს – ასი, ასი… არა ?! 
მორალი – არასოდეს გაეპაროთ ქმარს და არ აჰყვეთ შერეკილ დაქალს….
თეგები: დინა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved