• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მორაგბეებს ინტელექტუალურად სურდათ დახმარება“ – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
13:35 06-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში სავარაუდო მონაწილეების ადვოკატები, ალექსანდრე კობაიძე და ბექა ნემსიწვერიძე აცხადებენ, რომ „მერსედესის“ მგზავრებს ხელკეტი ჰქონდათ. მათვე აღნიშნეს, რომ მორაგბეებს ინტელექტუალური დახმარება სურდათ.

„გუშინ ერთ-ერთი მოწმე, ე.წ ფოტოგრაფი გამოვიდა და ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად ისაუბრა, რომ მანქანა რომ გაჩერდა, სულ იყვნენ ექვსნი, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა. ეს ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა იყო თვითონ და აწ გარდაცვლილი გიორგი. მან ახსენა რკინის ხელკეტი, რომელიც იქ მყოფ ერთერთ ბიჭს ჰქონდა. მის და სხვა მოწმეების ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და გადაადგილდებიან „ტოიოტა ქამრის“ ტიპის მანქანით, გიორგი იქ აღარ არის. ნამდვილად არანაირი ბრალეულობა არ არის ამ ბიჭების, რომელიც „ქამრიში“ ისხდნენ“, – ამბობს კობაიძე.

კითხვაზე, რა იყო მოტივი ერთ მანქანაში 6 ბიჭის ყოფნა და აგარაკზე წასვლა, ადვოკატი შემდეგნაირად განმარტავს:

„მეორე მანქანაში, იმ „მერსედესში“ ვინც იყვნენ, მათ საძებნელად წავიდნენ, ანუ თავისიანების, რათა რამე კონფლიქტი არ მომხდარიყო და აერიდებინათ თავიდან. რკინის ხელკეტი „მერსედესიდან“ არის ამოღებული.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იყო დახმარების სულისკვეთება, საქმის მოგვარების სურვილი. სურდათ, არა ფიზიკურად, ინტელექტუალურად დახმარებოდნენ. ჩვენი ჩართულობა ამ კონფლიქტში არის 0-ის ტოლი, რადგან დავაგვიანეთ მისვლა. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შემთხვევა მანამდე სავარაუდოდ, მომხდარი იყო“

შეგახსენებთ, მოწმე, ფოტოგრაფი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც გაიქცა და დაიმალა, კიდევ ორჯერ დაინახა მოსული მანქანა – თუმცა სხვა დეტალები არ იცის, რადგან იყო რაღაც შენობაში დამალული – “მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, კაროჩე ესენი ცემეს…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved