სარფში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ის ადამიანები არიან, რომლებიც პერიოდულად თურქეთში სამუშაოდ დადიან, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზღვრების დაკეტვის გამო კი უმუშევარი დარჩნენ.
მოქალაქეებმა რამდენჯერმა გზის გადაკეტვაც სცსდეს, მაგრამ პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
“ამდენი ხანია, ეს ხალხი აქ დგას, არც დეპუტატი, არც ხელისუფლება, არც მერია, არავინ ინტერესდება, ეს ხალხი რატომ დგას აქ”
ნიუპოსტი
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ ამ ადამიანებს, ვინც სამუშაოდ საზღვარგარეთ დადიოდნენ, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და მიიღონ სოციალური დახმარება – მის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში ადამიანები გამოეხმაურნენ და მოსახლეობის დაცინვა უწოდეს.
კომენტარები