• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მონასტრიდან გამოგვაძევეს, აქაურობას ბილწავთ, სიკვდილიანობამ იმატაო”– სვანეთის ეპარქია

ალია ავტორი - ალია
19:11 08-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,739

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ:

ყველასთვის ცნობილია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გამო, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია საჭიროდ მიიჩნევს განმარტების გაკეთებას.

უშგული საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული კუთხეა, რომელსაც წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიის ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პირიქით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ, მეუფის განსაკუთრებული ძალისხმევით, გაიხსნა მანამდე მრავალი დაკეტილი ტაძარი, აღდგა რეგულარული საღვთო წირვა-ლოცვა და დაიწყო სულიერი ცხოვრების აღორძინება მთელი ეპარქიის მასშტაბით. ყველა ეს ტაძარი, მათ შორის უშგულის ლამარიაც, გახსნილია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის.

რაც შეეხება მონაზვნების მონასტრიდან წამოსვლას, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას.

სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს “თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა”, ასევე, რომ “მონაზვნები აქაურობას ბილწავენ”, “ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს”, და რომ “უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ”.- ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს.

ეკლესია არავის ებრძვის. ჩვენი მოწოდება ყოველთვის იყო და არის მშვიდობა, ლოცვა, სიყვარული და ადამიანების სულიერი მსახურება. თუმცა, სახარებისეული სწავლების შესაბამისად:

“რომელსა ქალაქსა ანუ სოფელსა შეხვიდეთ და არა შეგიწყნარონ თქვენ, არცა ისმინონ სიტყვანი თქვენნი, გამოსლვასა თქვენსა მიერ სახლით ანუ ქალაქით მით, მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ დაიბერტყეთ.”

(მათე 10:14)

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაბარდათ. შესაბამისად, ტაძარი არავისთვის არის ჩაკეტილი და არც ვინმეს ეზღუდება მასში შესვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან ტაძრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთანავე, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში გაიმართა მოსახლეობის შეკრება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები.

უშგულის ლამარიის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ეს აუცილებელია, რათა ნათლად და გამჭვირვალედ დადასტურდეს მოსახლეობის საერთო პოზიცია და საკითხი გადაწყდეს მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის დაცვით.

ჩვენი სურვილია, შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება, გაიფანტოს მცდარი ინფორმაცია და თითოეულმა ადამიანმა სიმართლე მშვიდობიანად და მიუკერძოებლად შეაფასოს.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყოველი კეთილი ნების ადამიანი, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, უშგულის ლამარიის მადლით, გვიმრავლოს ყველას მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ერთობა.

დაგლოცოთ უფალმა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved