• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომკალით, ამკუწეთ, ამჩეხეთ, მაინც ვიტყვი…” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
03:04 07-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,851

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

მე თუ მკითხავენ, რა არის („მართლა“) ამ ქვეყნის ყველაზე მძიმე, ყველაზე ღრმა პრობლემა, რომელიც მას უშლიდა, უშლის და კვლავაც შეუშლის ხელს იქცეს ნორმალურ….არათუ სახელმწიფოდ არამედ ქვეყნად….. მე ვუპასუხებდი სრული დარწმუნებით:
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და საქმიანობს არაურბანულ გარემოში (ე.წ. „სოფლად“).

სწორედ ესაა ბოროტმოქმედი XX საუკუნის უმძიმესი, გარკვეული აზრით ეგზისტენციური მემკვიდრეობა – კომუნისტური ეპოქის ამაზრზენი დანატოვარი, რომელსაც არაფერი ეშველა და არ ვიცი ოდესმე ეშველება თუ არა.

პრობლემის ეკონომიკური შემადგენელი ცხადია:
მიკრო-მეურნეობანი, გამსხვილებაზე კატეგორიული უარის თქმა, სასოფლო-სამეურნეო მიწის თავისუფალი ბრუნვის ჩლუნგი აკრძალვა;
იმ მიკრო-ოჯახურ მეურნეობაში ამაზრზენი „ტიტყვნა“ რის პროდუქტსაც არ მოაქვს და ვერც მოიტანს იმავე ოჯახის ელემენტარული „საჭმელის“ მოთხოვნილების ნაწილობრივ (!) დაკმაყოფილებაზე მეტი.

GDP-ს კატეგორიებზე მსჯელობა ხომ საერთოდ უაზრობაა ამ კონტექსტში.

მაშინ, როცა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დასავლური სამყარო წავიდა ურბანიზების და დიდი სოფლის მეორნეობების შექმნის გზით, როდესაც მოსახლეობის სულ რაღაც 4-5-6%-ია დაკავებული სოფლის მეურნეობაში; თუმცა დიდი მეურნეობების (!) წყალობით GDP-ს არსებითი ნაწილია ეს მეურნეობები

ხოლო საქართველოში (და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც) ეს მარაზმატული „სოფელი“ უძრავად გაიყინა ყველა თვალსაზრისით…… ქიმიის სასკოლო ოთახის სადემონსტრაციო კარადას ქილაში ჩადებული ბაყაყივით.

არავითარი ხსნა, არავითარი მოძრაობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ ამ მარაზმს აქვს სოციალური გამოხატულებაც: იგი ხელს უწყობს პიროვნების დეგრადაციას, გამორიცხავს სოციალურ ლიფტებს, გამორიცხავს სოციალურ ადაპტაციას თანამედროვე მსოფლიოს ნიშნებთან …..გაიარეთ სოფლად, თავად დაინახავთ ამ დეგრადაციის სოციალურ და პიროვნულ გამოვლინებებს.

აი ჩვენში რომ მოარული მაგალითია: „ტიპმა სოფლად მამა-პაპეული სახლი დააგირავა, მერსედესი იყიდა და ქალაქში ტაქსაობს ნაცვლად იმისა, მშობლიურ სოფელში ემუშავაო“.

სინამდვილეში ეს საქციელი ბევრად უფრო ჯანსაღია ეპოქის ტენდენციათა თვალსაზრისით, ვიდრე (ვიმეორებ) იმ „მიკრომეურნეობაში“ უზარო „ტიტყვნა“ და მიწის უაზრო ზელვა, რომელიც თვითღირებულებას ძლივს ამოიღებს.
ესეც თუ ამოიღო.

(ასე შეიქმნა 1950-იანი წლებიდან მილანის და ჩრდილო იტალიის ინდუსტრიული ფენომენი – სამხრეთ იტალიის „სოფლების“ დაცარიელებით.
იხილეთ ვისკონტის გენიალური „როკო და მისი ძმები“)

მე არ ვიცი საქართველოში ამას რა ეშველება…… საერთოდ ოდესმე თუ ეშველა, მაგრამ….მომკალით, ამკუწეთ, ამჩეხეთ, მაინც ვიტყვი:

თუ გახსოვთ, იყო ერთი ასეთი „ვოლუნტარისტულად“ წოდებული პროექტი: შავი ზღვის პირად დიდი საპორტო ქალაქის აშენება, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მიწების გამოსყიდვა, მოსახლეობის ზღვისპირა ქალაქში გადასახლება და იმ გამოსყიდული მიწების გაერთიანებით დიდი მეურნეობების შექმნა, რომელთა პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი იქნებოდა.

საქართველოს პირობებში, ჩვენი ავადმყოფი სოციალური და ეთნო-მენტალობის გათვალიწინებით („მილიონი ჩინელის გადმოსახლებას აპირებეეეეეეეეეეეენ“) აბსოლუტურად არარეალური პროექტი იყო, მაგრამ…..სწორი ხედვის მატარებელი!

კი, ვოლუნტარისტული, ავტოკრატიული, თუმცაღა სწორი ხედვის მქონე მეთქი!

სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს ე.წ. „სოფელი“ იმ აზრით, როგორც იგი საერთოდ აღარ არსებობს ბელგიასა და დანაიში ან იაპონიაში, ეს იქნება უმძიმესი „ღუზა“, რომელიც ქვეყანას ითრევს მახრჩობელა ჭაობში!!

და ეკონომიკურ მდგენელს რომც არ დაეთანხმოთ, გაიარეთ სოფლებში სადმე „ავტობანის მოშორებით“….. ღამ-ღამობით უშუქო წკვარამი რომაა, უპატრონო ძაღლები ყმუიან და ადამიანთა მსგავსი დეგრადირებული, ჩამოძონძილი, დაუბანელი არსებები დაეხეტებიან ორღობეებში, შარა-გზებზე უაზროდ – მუდამ იაფფასიანი არყით თუ შაქრიანი ღვინით მთვრალები…..ჩამქრალი თვალებით……

(ერთი იმედი კიაფობდა მათი რესოციალიზაციის და თანამედროვე ადამიანებად ქცევისა – „უვიზო რეჟიმი“ და ევროპაში გადაცხოვრება…. იქ სამუშაოს შოვნა, თუმცა ეს „სარკმელიც“ მალე ჩაქრება როგორც ჩანს.

ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ ამ მიზნით ევროპაში გადაცხოვრება ძალიან ცოტამ მოინდომა სინამდვილეში: მაინც ის მყრალი ბოსელი ურჩევნიათ.

თავის დროზე, 1950-იან წლებში, თურქეთის „სოფლიდან“ მილიონები გადასახლდნენ ევროპაში, დასაქმდნენ ინდუსტრიებში, ვაჭრობაში….ოღონდ ეს იყო ნამდვილად „პასსიონარული“ ადამიანური მასა, რომელმაც 30-40 წლის შემდეგ უდიდესი როლი შეასრულა თავისი ქვეყნის, თურქეთის განვითარებაში.

უნიჭო და უნიათო ქართული „ინტელიგენცია“ კი, იმავე პერიოდიდან, ყოველნაირად უწყობდა ხელს ამ დეგრადაციის შენარჩუნებას ყალბი, ფუჭი, უპერსპექტივო საზრისების შექმნით – გადახედეთ იმდროინდელ მწერლობასა და კინემატოგრაფს.

აქ ქვეყნის ისტორიული უბედურებაა, რომ „საზრისთა შემოქმედებს“ არასდროს ჰქონიათ სიახლისა და პროგრესული საზრისების გენერირების ან თუნდაც დანახვის და გადმოღების უნარი.

„გვეშველება რამეეეეეე?“

არა!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved