თამარ იარაჯული, რომელიც წლებია იბრძვის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სოციალურ ქსელში, წერს:
მომეცით ჩემი დაგროვებითი პენსია! ორი შვილი მყავს ცუდად, შვილის გადასარჩენად ბრძოლაში ვარ და თქვენ რას აკანონებთ, რას ჯღაბნით, რა გინდათ?!
მომეცით დაუყოვნებლივ ჩემი და ჩემი მეუღლის დაგროვებითი საპენსიო დანაზოგი!სული ამომხდა! იქნებ ჩემს შვილს ვუშველო! ამდენი ნერვიულობისა და ბრძოლისგან ადამიანი აღარ ვარ!თუ თქვენთვის სასიკეთო კანონების გადმოწერა და მიღება შეგიძლიათ, მსოფლიოს გამოცდილებაც ნახეთ! ნახეთ, რამდენ ქვეყანაში მოქმედებს დაგროვებითი საპენსიო დანაზოგის გამოყენების შესაძლებლობა შვილის ჯანმრთელობისა და მკურნალობის საჭიროებისთვის!რატომ არ შეიძლება ეს საქართველოში?!ჩემს შვილს სჭირდება დახმარება ახლა და არა წლების შემდეგ, საპენსიო ასაკის მიღწევისას!
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ განიხილოთ გამონაკლისის დაშვება და მოგვცეთ ჩვენი კუთვნილი თანხის გამოყენების უფლება!











კომენტარები