რუსთავში მცხოვრები, გიორგი ბალხამიშვილი, სოციალურ ქსლეში, წერს:
“მომაქციეთ ყურადღება !
არ ვიცი საიდან დავიწყო, მოკლედ მამაჩემმა 8 თვის უკან იმუშავა ვაკის მიმდებარედ სატენდერო სამუშაოზე და დღემდე კუთვნილი გასამრჯელო არ აუღია, იყო მისული თბილისის მერიაში, საიდანაც ვაკის გამგეობაში გადამისამართეს, ვაკის გამგეობაში მისული უკან მერიაში, აღნიშნულ კომპანიასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, საქმე იმაშია რომ, აჭიანურებენ კუთვნილი გასამრჯელოს გადახდას, ოჯახის ფინასური მდგომარეობაა მძიმე, 4 დღის წინ ჩემი ტელეფონი გაფუჭდა და აღარ კეთდება მოწყვეტილი ვარ სამყაროს, ონლაინ გაკვეთილებსაც ვერ ვესწრები, რეგისტრაციის ვადა ეროვნული გამოცდებზე 30 მარტამდეა და იმის თანხაც არ მაქვს, მომაქციოს ვისი კომპეტენციაც არის მსგავსი საკითხები, იმ ზომამდე ვარ ნერვიულობისგან მისული თვითმკვლელობაზეც არ დავიხევ უკან, დავიღალე, ხან ვის ვაწუხებ, ხან ვის, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ძალა აღარ შემრჩა სამაგისო.
მომაქციეთ ყურადღება, არ მინდა 20 წლის ასაკში თვითმკვლელობით დავამთავრო ცხოვრება და უამრავი მიზანი აუხდენელი დავტოვო…”
კომენტარები