• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, ეს არის ხელოვნური გენი, თუ ბუნებრივი მუტაციის შედეგი – იმნაძე

ალია ავტორი - ალია
13:02 04-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

კორონავირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში წარმოიქმნა და დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივი მუტაციების შედეგი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძეს ჰკითხეს, სჯერა თუ არა მას შეთქმულების თეორიის, რომ არსებობენ კლანები, ჯგუფები, ოჯახები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოში საპენსიო ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვის შემცირებით, რადგან ეს ადამიანები სახელმწიფოებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის მძიმე ფინანსურ წნეხს წარმოადგენენ.

პაატა იმნაძის განცხადებით, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული ან ამოღებული გენი, თუ ეს არის ბუნებრივი მუტაციის შედეგი.

„ხუმრობის ხასიათზე ნუ დამაყენებთ, რადგან სიტუაცია მთლად სახუმარო არ არის. მსოფლიოს მმართველი კლასის უმრავლესობის ასაკი სწორედ ის არის, რომელიც რისკის ქვეშაა. მესმის, ეს არის შეთქმულების თეორიები. სხვათა შორის ინგლისმაც, ბატონმა ბორის ჯონსონმაც, შეცვალა ახლა ტაქტიკა. მე მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი – შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია. ანუ, ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში წარმოიქმნა. ესეც გამოთვლილია და ამ სეკვენირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები. მოლეკულურ ბიოლოგიას, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული ან ამოღებული გენი, თუ ეს რის ბუნებრივი მუტაციის შედეგი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved