• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოლდოვაში ხუთი ტელეარხი დაიხურა – “გაქცეული ოლიგარქები აფინანსებდნენ” – მთავრობა

ალია ავტორი - ალია
15:49 05-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
749

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ტელეარხი, რომლებსაც, მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები ილან შორი და ვლადიმირ პლახოტნიუკი აფინანსებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭოს“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, საბჭომ ჩამოართვა მაუწყებლობის ლიცენზია სამ კომპანიას, რომლებსაც ეკუთვნით ტელეარხები Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.

მოლდოვის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნები და წარადგინეს არასრულყოფილი ინფორმაცია დაფინანსების შესახებ. კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები წარადგინეს, მაშინ, როდესაც მათ ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.

“დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიები პლახოტნიუკისა და შორის დაჯგუფებას უკავშირდება“, – აღნიშნავენ მოლდოვის მთავრობაში.

გაქცეულ ოლიგარქს, ილან შორის, მოლდოვაში15 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.მოლდოვის საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ შორი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ბენეფიციარი იყო. ის ერთ-ერთი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო, თუმცა მისი პარტია მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის კრძალა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მოლდოვამ რუსეთისგან შორის ექსტრადირება მოითხოვა.

ვლადიმერ პლახატნიუკი „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, მანამდე კი ქვეყნის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლამდე, ანუ იქამდე, ვიდრე ქვეყნის სათავეში მაია სანდუს პროდასავლური გუნდი მოვიდოდა, პლახატნიუკი აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. ის მოლდოვის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ოლიგარქმა მოლდოვა დატოვა და ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved