• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოლაპარაკება რეჟიმთან სტრატეგიული უკანდახევა კი არა, მარცხის აღიარებაა” – მამუკაშვილი ხაბეიშვილს

ალია ავტორი - ალია
00:10 02-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,749

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს პასუხობს და წერს:

ხაბეს მინდა ვუპასუხო წერილზე და იმედია ამას გადასცემენ. იმის იმედიც მაქვს, რომ წერილის შინაარსი გამოწვეულია იზოლაციით, მას არ აქვს წვდომა სრულ და ამომწურავ ინფორმაციაზე.

ან უნდა დავამხოთ რეჟიმი, ან მათ უნდა დაველაპარაკოთო, შუალედი არ არსებობს, ეგ ჩვენ გამოვიგონეთო. ამ საკითხზე მეც ბევრი მიფიქრია. ავხსნი, რა არის ეს შუალედი და რისთვისაა საჭირო. დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა ქოცების მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს. არჩევნები არ არსებობს. რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე? გამოსავლად გვთავაზობს რეჟიმთან თანამშრომლობას და დალაპარაკებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ეს გამოსავალი არ არის, ეს არის რეჟიმისთვის კრიზისის ჩაქრობის შესაძლებლობა.

არჩევნებამდე ვფიქრობდი, რომ თუ არჩევნებს გააყალბებდნენ და პროტესტით შედეგს ვერ მივაღწევდით, პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდებოდა 1 წელი მაინც და მერე ქოცები დაალაგებდნენ, მოლოდინი მქონდა, რომ ხალხი ხელს ჩაიქნევდა. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა 1 წელზე მეტ ხანს და არც უჩანს პირი ამ კრიზისის დასრულებას. რა მეტყველებს კრიზისზე? ყოველდღიური პროტესტი რუსთაველზე. სიმბოლური თუ არასაკმარისი, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური კრიზისი. ეკონომიკური მარტივად გადაიარეს, პოლიტიკური ვერა.

ოპოზიცია თუ ადგა და დაელაპარაკა რეჟიმს, პირობებზე შეუთანხმდა, ეს ყოველგვარ წინააღმდეგობას გატეხავს, 2020-ში რაც მოხდა, ეგ მოხდება. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი ყველა შემთხვევაში მათგან თანხმობას საჭიროებს და მათ პოზიციებს რომ ვუსმენთ, ეს ხალხი შეუვალია. არ ივაჭროთ ჩვენი საქმეებითო, ამბობენ. ამდენად, სივრცეც არ არსებობს, რომ რეჟიმთან ვინმემ დალაგება სცადოს.

მოკლედ, ეს შუალედი სადაც ახლა ჩვენ ვართ არის, კრიზისი, გაჭედილობა, გაურკვევლობა. ამას ქმნის ეს სიმბოლური და ჯიუტი პროტესტი. კრიზისი რომ არ იყოს, საკითხავია, დარჩებოდა კი რაიმე შანსი, ქოცების მოშორების? ყოველდღიურად ხმამაღლა ამბობს ხალხი, ქვეყანა ვერ დაისვენებს ქოცების პირობებშიო, უკან ვერ დავიხევთო და ეს ხალხი ვინც ამას ყოველდღიურად ამბობს არის არა 1000, არამედ, მინიმუმ 100 000. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც უპირობო ცვლილებები უნდა დღესვე, აი ამ წამსვე. ამ პროტესტს ამხელა მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ამდენხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ეს კრიზისი არის კარგი შესაძლებლობა (არასდროს გაფლანგო კარგი კრიზისიო, ჩერჩილმა თქვა), რომ გაღვივდეს რევოლუციური მუხტი, მუხტი ცვლილებებისა. თუ რეჟიმს მოველაპარაკეთ, გამორიცხულია, რომ რამე გაღვივდეს, დასრულებულია მაგაზე ოცნება. დალაპარაკება ნიშნავს დამარცხების აღიარებას და დიქტატურაში ცხოვრების დაჯერებას. ამიტომ ვინარჩუნებთ ან გაჭედილობას, რომ საჭირო დროს, საჭირო მანევრით, რეჟიმი უნდა დასრულდეს! სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ გადარჩება!

მოკლედ, მოლაპარაკება რეჟიმთან სტრატეგიული უკანდახევა კი არა, მარცხის აღიარებაა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის. მარცხისთვის მზად არ ვართ, რადგან ყოველდღიურად გამარჯვებაზე ვფიქრობთ!

“თუ ბრძოლას არ აპირებთ, მაშინ ელაპარაკეთ… ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ შეტენით, აიღეთ პასუხისმგებლობა” – ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved