• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოკლული ქალი ბათუმის ყოფილ ვიცე მერს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა – საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:16 10-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

“პირველების” ინფორმაციით, თბილისში მოკლული 25 წლის ქალი ანასტასია შატალოვაა.  ის ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და ყოფილ მაღალჩინოსანთან სამართლებრივ დავას აწარმოებდა. 

სატელევიზიო არქივში არსებობს შატალოვას ხმაურიანი ინტერვიუები, სადაც ქალი ყვებოდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაართვა და მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.  

“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, პოლიცია ზურაბ ბერიძის სახლში შევიდა, ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების კითხვებს პასუხობს. 

ირკვევა, რომ ბოლო კონგლიქტი ბერიძესა და შატალოვას შორის ერთი კვირის წინ მოხდა, რის შემდეგაც ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა. 

რაც შეეხება სასტიკ დანაშაულს,  “ტვ პირველის” ინფორმაციით, შატალოვას მკვლელი სახლის სადარბაზოსთან ელოდა, ჩაუსაფრთდა და შვიდი ტყვია მიჯრით ესროლა.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მკვლელი მარტო მოქმედებდა და მაშინ შნიშნეს, როცა ტერიტორიას ტოვებდა. 

თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი, უცნობია. სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, კორპუსთან დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები უკვე დაათვალიერეს. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved