• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოკლეს… ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და გულის შეტევით გარდაიცვალა”– ელისაშვილი ალექსანდრე თურაზაშვილზე

ალია ავტორი - ალია
21:10 10-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,565

კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას “სატელეფონო საუბრისას ენით აღუწერელი” შეურაცხყოფა მიაყენა.

“გარდაიცვალა, მოკლეს პირდაპირ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ალექსანდრე თურაზაშვილი. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება. […] ის ასეთ დღეში ჩააგდო ვინმე თეონა ჯაფარიძემ და მისმა მძღოლმა ვინმემ ლერიმ, მაგრამ ყველანაირად ვაგებინე მათ პასუხს”, – თქვა ელისაშვილმა ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში.

ელისაშვილის თქმით, საბურთალოს საარჩევნო კომისიის წევრმა ქართული ოცნებიდან, თეონა ჯაფარიძემ თურაზაშვილს სატელეფონო საუბრისას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც თურაზაშვილს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. 

“დღეს დილით ის შემოვლას ატარებდა უბნებზე, სადაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ დახვედრია მას, ამიტომ ტელეფონის ნომერი გაურკვევია ამ უბნების კომისიების თავმჯდომარეების და რამდენიმესთვის დაურეკავს და მოუკითხავს, რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული საბურთალოს რამდენიმე უბანი. 

პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენელმა საბურთალოს საარჩევნო კომისიაში, ვინმე თეონა ჯაფარიძემ, დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენად რომ ამ ზარიდან შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს და უთხრა, რომ მას ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და არ იცოდა, როგორ გადაიტანდა. 

სახლში დაბრუნებულს დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ამ ამაზრზენმა ხელისუფლებამ იგი”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved