• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოკლედ, ხალხო, გილოცავთ „ოლივიეს” და დაე, 2022 წელი @რაკის აწევის წელი ყოფილიყოს!”

ალია ავტორი - ალია
21:58 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

გიორგი ჯავახაძე, ალია

და მაინც, 2021 წლის ორი მთავარი მოვლენა – 5 ივლისი და სავარაუდოდ, სუს-იდან გამოსული ფაილები იყო.

5 ივლისით ჩვენ გვაჩვენეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყვანონ ქუჩაში ბრმა მოტივებით ადამიანები და აცემინონ ვინც უნდათ, რამდენი ხანიც უნდათ და როგორც უნდათ. მერე შეიძლება ამ ცემით ადამიანი მოკვდეს, მაგრამ არავისი ბრალი არ იყო. გვაჩვენეს ისიც, რომ ადამიანის სიკვდილიდან რამდენიმე საათში შეუძლიათ მისი განვლილი გზა სულ კადრ-კადრ გვაჩვენონ, მაგრამ არავის უხსენებია, მაშინ, როგორ მოხდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი და მანქანა 4 დღე ვერ იპოვეს? 5 ივლისით, კიდევ ერთი რამ გვაჩვენეს რეალურად – რომ არც მედიაა ხელშეუხებელი და ჟურნალისტები, რომლებმაც ხელისუფლების დანაშაული უნდა გამოამზეურონ და წყარო დაიცვან – შეიძლება სასიკვდილოდ სცემონ.

სუს-დან გამოჟონილი ფაილებით კი (რომლებიც, როგორც მაშინ წყარო გვიყვებოდა) თავის მხრივ დაჭრილია და სწორედ ამიტომ ვერ „მოხვდა” მასში ზოგი ჩინოვნიკი), გვაჩვენეს, რომ ყველას გვისმენენ, დამლაგებლით დაწყებული, დიპლომატით დასრულებული და არავის შეუძლია მშვიდად ძილი.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

რას მილოცავთო, უნდა მკითხოთ, წესით… რა ვიცი, გოზინაყს შეიძლება ვერ გაწვდეთ, ვერც საცივს და „ოლივიეს” გილოცავთ, ხალხო… აბა, რა აზრის აქვს, ჭამის გარდა ახალ წელს? ახალი ცხოვრების იმედი? – კობახიძის, ზურაბიშვილის, ღარიბაშვილის, ძმადქცეული, წაგებულ-მოგებული და მოგებულ-წაგებული მიშას და ბიძინას ხელში ვხვდებით ახალ წელს ოცნებებით? სასწაულს ველით? კარგით, „ოლივიეს” და სასწაულს გილოცავთ, მაშინ. სასწაული იქნება, თუ ავწიეთ ერთი ადგილი, ავიღეთ ხელში ფიწალი და ბარი, თოხი და წალდი და ვთქვით, რომ ჩვენ და ჩვენ ოჯახებს გვაქვს ცხოვრების უფლება, ერთხელ ვცხოვრობთ და გვაქვს თავზე ჭერის უფლება, გვაქვს სიცოცხლის და კარგი ჯანდაცვის უფლება, გვაქვს ოჯახების გამოკვების უფლება, გვაქვს უფლება, ჩვენი ფული ჩვენვე მოგვხმარდეს, გვაქვს უფლება, ჩვენი შრომით გამდიდრებულმა კომპანიებმა გადაგვიხადონ ისე და იმდენი, როგორც ვიმსახურებთ, თუ არადა, კეთილი ინებონ და თავად იმუშაონ, რამდენ ფილიალს გაწვდებიან და როგორ ჩამოდგამენ ფეხს ჯიპებიდან, ვნახოთ, უფლება გვაქვს, ჩვენი და ჩვენი წინაპრების აშენებული ტაძრები ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა გადამყიდველებს, უფლება გვაქვს, წინაპრების სისხლით და ოფლით გაჟღენთილი მიწა დავიცვათ და ჩვენი კონტროლირებადი მიწებიდან მაინც არ გავატაცებინოთ მოქალაქეები ოკუპანტებს! ახლა გვითხრეს, ვიღაცებს ბიტკოინების ბიზნესი აქვს და ამიტომ, ელექტროენერგია შეიძლება გაგეთიშოთ, ან გრაფიკით მოგეწოდოთო – იციან, რომ სანამ „ოლივიე” მაინც გვექნება, არ ავდგებით სკამებიდან და არ გამოვალთ გარეთ, რათა ვიკითხოთ, როდის მერე იყო, უბრალო კაცის ბიზნესს ახარებდნენ? ვინ „კრიშავს” ამ ბიზნესს? რატომ ჩამოდიან ჩინეთიდან და არამხოლოდ, როგორც ამბობენ, ამ ბიზნესის საკეთებლად საქართველოში და ვისთან შეთანხმებით ჩამოდიან? იქნებ, იმიტომ, რომ მათ ელექტროენერგიის გადასახადი იმდენივე აქვთ, რამდენიც პენსიონერს, ან მრავალშვილიან ოჯახს და მოგება კი გადასახადების გარეშე? მეორე მხრივ, იქნება სულ არ იყოს ცუდი, ელექტროენერგია თუ გაგვეთიშება, ტელევიზორი და სოციალური ქსელი აღარ გვექნება, მთელი დღე „ოლივიეს” ჩემმა მტერმა უყუროს და კი გამოვიდეთ მერე იქნება ქუჩაში და გამოვიხედოთ თვალში. მოკლედ, ხალხო, გილოცავთ „ოლივიეს” და დაე, ჩვენი წართმეული უფლებების დაბრუნების, ტრაკის აწევის წელი ყოფილიყოს!

პ.ს. რისი მოყოლაც ამ მასალაში ვერ მოვახერხეთ, ვისი პრობლემაც ამ მასალაში ვერ მოხვდა, თქვენს კონკრეტულ პრობლემებზე მოგვწერეთ, რადგან, ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით, ისაა რომ, როგორც გასული ათეული წლები, მომავალი 2022 წელიც თქვენს სამსახურში ვიქნებით!

“აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, მართლა კინაღამ გაერთიანდა, აღშფოთდა მიშას პარტიაც, ისე აღშფოთდა, რომ მიშას დაკავებიდან ორთვენახევრის მერე შიმშილობა დაიწყო…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved