პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელოში ფერმერებს მიმართა:
„მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან პროდუქტის ექსპორტი იზრდება. ამიტომ თხილიც ამ ჩამონათვალში თავის ნიშას დაიკავებს. მე მინდა გისურვოთ, რომ შრომის შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერი იმაზე კეთილსინდისიერი არ არის, ვიდრე შრომით მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან.
დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს, რომ თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, გარდა იმისა, რომ ადამიანს ემსახურო“
დღეს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ფესტივალ „თხილობა 2020“-ს დაესწრო.
კომენტარები