მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე, lukrecio baqanidze, წერს:
“ძველმა თაობამ იცოდა და იცის ძაან საინტერესო კომპლიმენტები. აგერ მოხუცმა თვრალმა წაუღიღინა წეღან ქუჩაში გოგოს – ლამაზების პრეზიდენტოო ! ამან კიდე ჯერ დაცინა მაგარი და მერე გაუტრაკა, გიჩივლო ხო ხარ ღირსიო. და პაპას გაუტყდა. გაიღიმე და ჩაიარე შეჩმა, როგორც იცის და უხარია ისე გითხრა, აბა იმან რა იცის ქრაშული და ქრინჯული მოდერნ დიალექტები. აი პროსტა დაინახა მზეში და ქარში ლამაზი გოგო და ამოუთქვა ეგრე ბებერმა გულმა და წავიდა თავის გზაზე. პაპაკაცი იმენა. დაპოსტავდა მერე ესა ხო ვიცი ფემინ ჯგუფებში და კვდარ-ცოცხალს დაუტრიალებდნენ ამ საწყალ პაპას ეგა და მაგისნაირები. შეტენიდნენ ხურუშ-ოღრაშობას. ოქეი, ბანძი კომპლიმენტია აშკარად, მაგრამ შეიგრძენი რა ბლიად მომენტის მთელი განათება და სევდა. გახედე რა საწყლად მიფრატუნებს მხრებში მოხრილი მთვრალი წარსული. გულნატკენი პაპაკაცი. დილა მშვიდობის, ლამაზების პრეზიდენტებო.”
კომენტარები