• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მოხუცებულ ადამიანს ვერ ვუშველე და უმწეობისაგან განადგურებული მთელი გზა, ტირილით დავბრუნდი სახლში!” – როგორ მოექცნენ ხანდაზმულ ბებოს ,,მარშრუტკაში”

ალია ავტორი - ალია
16:01 06-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
363

სოციალურ ქსელში ემოციური წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,არ ვიცი ასეთ დროს უნდა ვთქვა, როცა მოხუცებულ ადამიანს ვერ ვუშველე და უმწეობისაგან განადგურებული მთელი გზა, ტირილით დავბრუნდი სახლში!…
სამს აკლდა წუთები, გზა გადავჭერი, რომ ტრანსპორტში ჩავმჯდარიყავი. გაჩერებაზე სამარშუტო ტაქსი იდგა. კარი ღია ჰქონდა და თავიდან ვერ მივხვდი, ამდენი ხანი იქ რატომ იდგა. მოგვიანებით კონტროლიორებმა მოხუცებული ბებო, დაახლოებით 80 წლის, იძულებით ჩამოსვეს გაჩერებაზე და აქტის შედგენა დაიწყეს!..
ქალბატონი ემუდარებოდა და სთხოვდა კონტროლიორებს, რომ გაეშვათ, რადგან კათარზისში აგვიანდებოდა, მისვლა სამ საათამდე ყოფილა საჭირო, თორემ მეორე დღის სამ საათამდე მშიერი დარჩებოდა!…
ბარათზე ანგარიში გათავებია იმ წუთას, მაგრამ ძალიან აგვიანდებოდა!
მივმართე თხოვნით, რომ დაეშვათ ერთი გამონაკლისი და მოხუცი გაეშვათ, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს!…
ასეთი პირქუში ხალხი ცხოვრებაში არ შემხვედრია!მოხუცებულ ქალბატონს ბარათი წაართვეს და ჯარიმას უწერდნენ!
ბებო სთხოვდა, რომ არ დაეჯარიმებინათ, რადგან პენსიით, მხოლოდ წამლების ყიდვას ახერხებდა, მაგრამ ისინი შეუვალები იყვნენ!
ბებო მიტრიალდა, არც სამგზავრო ბარათი აღარ გამოართვა და ტირილით გააგრძელა გზა. ახლა ან მიუსწრებ და ან არაო!…
კონტროლიორებს მივმართე, რომ არასწორად მოიქცნენ და კანონი კანონია, მაგრამ უმწეო მოხუცის მეტი ვერავინ ნახეთთქო?…
ვეღარ შევიკავე თავი ვუსაყვედურე!
,,სულელიო”, თქვეს, რაღაცაზე ხელი არ მოუწერია და ახლა პენსიიდან 60 ლარი ჩამოეჭრებაო!
ეს იყო მათი პასუხი!
ადრეც იყვნენ კონტროლიორები ტრანსპორტში, მაგრამ ისინი თავაზიანათ სთხოვდნენ ხალხს, ბილეთი შეეძინათ, ახლა ჩვეულებრივი რეკეტია, 20 თეთრის გამო, ბებოს 60 ლარს ართმევენ, ამას რა ქვია?!
შემოვარდებიან, ჯერ ტრანსპორტში ასული არ ხარ და გარეკეტებენ!…
მთელი გზა ვტიროდი, ნეტა მიუსწრო ფეხით მიმავალმა ბებომ თავის სადილს, თუ მეორე დღის სამ საათამდე დარჩა მშიერი?…
არ ვიცი რა ვთქვა?!….?
უფალო შენ დაიფარე ყველა ადამიანი და შენი კალთა გადააფარე, ამინ!??”

ფოტო ინტერნეტიდან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved