• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ალიანსში” – სტოლტენბერგი

ალია ავტორი - ალია
14:58 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე, აცხადებს:

 

“როდესაც პუტინი გასულ წელს შეიჭრა უკრაინაში, მან ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინული ძალების სიძლიერე და უკრაინის ხელისუფლების სიმტკიცე. მაგრამ მან ასევე ვერ შეაფასა ნატოს ალიანსის ერთიანობა. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას რამდენიც ხანიც საჭირო იქნება.

გასული წლის განმავლობაში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას, ახლა კი შევთანხმდით სამპუნქტიან პაკეტზე, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ნატოსთან. ეს არის მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის გაუქმება.

მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარების მიზანია, უკრაინის გადასვლა საბჭოთა სისტემიდან ნატოს სტანდარტებზე, რაც უკრაინული და ნატოს ძალების სრულ ურთიერთქმედებას გახდის შესაძლებელს. უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ეს არის ფორუმი, რომელშიც უკრაინა და ნატოს მოკავშირეები ერთმანეთს შეხვდებიან როგორც თანასწორები, გამართავენ კონსულტაციებს და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკრაინა ახლა იმაზე უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის ამოღებით უკრაინის გზა ნატოსკენ შემცირდა და გახდა ერთეტაპიანი.

მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ალიანსში, როდესაც პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა ისტორია არ განმეორდეს. ამიტომ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრების უმრავლესობა გრძელვადიან დახმარებას უწევს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში. ეს შეაკავებს რუსეთის მომდევნო აგრესიას, როდესაც ომი დასრულდება. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები არის ახალი თავის დასაწყისი ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც თანასწორები და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები.” ამბობს სტოლტენბერგი.

თეგები: ზელენსკიიენს სტოლტენბერგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved