• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება” – პარიზში მცხოვრები ქართველების მიმართვა საფრანგეთის მთავრობას

ალია ავტორი - ალია
10:17 11-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ორგანიზაცია “საფრანგეთიდან დანახული საქართველო” და პარიზში მცხოვრები ქართველები საფრანგეთის მთავრობასა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საქართველოს მესამე პრეზიდენტის  გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოითხოვოს. აქვე, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პატიმრობის პირველსავე დღეს, ციხეში შიმშილობა დაიწყო და ახლა, მისი ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. 

8-წლიანი იძულების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. რის შემდეგაც 1 ოქტომბერს ის დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და დღემდე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. საქართველოს მთავრობა კი მას ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს. თუმცა, მისი ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა მხოლოდ სამოქალაქო საავადმყოფოშია შესაძლებელი, – ნათქვამია მიმართვაში. 

ორგანიზაციის წევრები წერენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერია, მის მხარდასაჭერად კი თბილისში14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაც მოითხოვა.

2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერი, დღეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიული პროგრესის სიმბოლოდ მიიჩნევა. რალურად, მიხეილ სააკაშვილი საქართელოს ხელისუფლების სათავში მყოფ პირებს შორის პირველია, ვინც 2012 წელს ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. ამ დღიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი არჩევნების გზით ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგია და არჩევნებს სისტემატურად აყალბებს. ზუსტად ამ მიზეზით მან მიხეილ სააკაშვილი, როგორც პუტინის ნომერ პირველი მტერი, ციხეში გამოკეტა. მიხიელ სააკაშვილი მზადაა, ციხეში მოკვდეს, რაც დემოკრატიის მარცხი და პუტინის გამარჯვება იქნება. 

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არაა და ის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საინტრესოა ისიც, რომ პრემიერმინისტრი 
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, რომ თუ საკანში “ჭკვიანად არ მოიქცევა”, დამატებით ბრალდებებს წაუყენებენ. 

საფრანგეთმა უნდა მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რადგან სასწორზე დასავლეთისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობა დევს… პარიზში მცხოვრები ფრანგი ქართველები ვერ შევეგუებით იმის ყურებას, თუ როგორ დუმს საფრანგეთი რუსეთის წინაშე. 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჩაერიოს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პროცესში, – წერია მიმართვაში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 34-ე დღეა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved