• რეკლამა
  • კონტაქტი
17:56, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ” – „კოსმოსური“ კორუფცია რკინიგზაში – ესტონელი ინვესტორი

ალია ავტორი - ალია
18:03 12-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,421

საქართველოს რკინიგზაში შესაძლო სისტემურ კორუფციაზე ამჯერად ევროპელი ინვესტორი საუბრობს. ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც „თბილისი ჰილსის“ მმართველი პარტნიორია და სარკინიგზო სერვისების სფეროში მოქმედ კომპანიებს ფლობს, აცხადებს, რომ სახელმწიფო კომპანიაში კორუფციის უკიდურესად მაღალი დონე შეხვდა, იმდენად, რომ ბოლოს უკვე “იგონებდნენ პროდუქტებს: და ისე იპარავდნენ”.

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე, უბრალოდ, კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა, ანუ კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო. ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა, ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო, უბრალოდ, მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ჩვენ, რამდენადაც შეგვეძლო, ვიბრძოდით, რაღაცას ვუხსნიდით მთავრობას. სადღაც გამოდიოდა, სადღაც – არა, მაგრამ ზოგადად, ძალიან სამწუხარო საყურებელი იყო. ამიტომ, თუ ვისაუბრებთ პროექტებზე, რომლებიც იყო ბოლო წლებში რკინიგზაში, ვიტყვი, რომ ისინი არ იყო, რადგან ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ და ჩვენ ამ თამაშში არ ვმონაწილეობთ არასდროს და არასდროს მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა სინამდვილეში. ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდებოდა კორუფციის გამოყენება, რადგან თუ რაღაც უკანონოდ მიდიოდა, ჩვენ შეგვეძლო, მივსულიყავით მთავრობაში და გვეჩივლა, მაგრამ ეს არ მუშაობდა რკინიგზაში ბოლო წლებში. მთავრობა სადღაც ცდილობდა რაღაცის დარეგულირებას, მაგრამ ზოგადად, კატასტროფა იყო. ჩვენ პროკურატურაშიც კი ვწერდით განცხადებებს და ა.შ. ბოლო წლებში იყო საშინელება. მე არ ვიცი როგორი იყო ეს საქართველოს სხვა სფეროებში, მაგრამ რკინიგზაში ეს იყო ზედმეტად.

ადგილობრივ ხელისუფლებას ეშინიათ გადაწყვეტილების მიღება და იმალებიან. ამის საუკეთესო მაგალითია გარდაბნის მერი, აგვისტოს ბოლოდან არ გვპასუხობს. ჩვენ ათობით მილიონ ლარს ვიხდით გარდაბნის რაიონში. პირველ რიგში, მათ თავისი დილა უნდა დაიწყონ და იკითხონ, როგორ არის თქვენი საქმეები, გადასახადების გადამხდელებო? მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, არ არსებობენ. შეიძლება ითქვას, რომ იმალება.

სახელმწიფო მოხელეს როდესაც რაღაც კამპანია მიდის, ურჩევნია, დაიმალოს იმისთვის, რომ არ მოყვეს იმ დიდ ვნებათაღელვაში, მოცელვაში და ამ დროს, ჩვენ ვკარგავთ ფულს, სახელმწიფოც კარგავს გადასახადებს, სამუშაო ადგილებს. საინვესტიციო გარემო, რა თქმა უნდა, გაუარესდა და ეს ფაქტია, ვინაიდან, სამწუხაროდ, პოლიტიკა გავლენას ახდენს ყველა ინვესტორზე, – ამბობს ოსინოვსკი. 

ცნობისთვის, “ალია” რკინიგზაში კორუფციაზე უკვე წლებია წერს. 

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved