• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგიწოდებთ ყველა დედას, არ ვუყუროთ ამ არხს, სანამ გვარამია ბოდიშს არ მოუხდის შაქარაშვილის ოჯახს”

ალია ავტორი - ალია
23:49 07-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ია მეტრეველი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს განცხადებას:

“ნაცრეჟიმისგან რეპრესირებული ოჯახების მიმართვა საზოგადოებას

გვსურს ბოლო დროს განვითარებულ სრულიად შოკისმომგვრელ და ამორალურ მოვლენებს გამოვეხმაუროთ, რომელიც უდიდესი ტრაგედიის ირგვლივ მიმდინარეობს, ტრაგედიის, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, უცოდველი ბიჭის სიკვდილმა გამოიწვია, გული ატკინა თითოეულ ადამიანს და დაზაფრა მთელი საზოგადოება.

ჩვენთვის, წერილის ავტორებისთვის, ეს გრძნობა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ნაცნობია, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც შენი გაჩენილი სიცოცხლე, შენი ცხოვრების საზრისი კვდება. დღეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ უმძიმეს ემოციებშია და ამ ფონზე, სრულიად შოკისმომგვრელია იმ ეგრედწოდებულ მედიასაშუალების ქმედებები, რომლებიც რევანშმოწყურებული დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორებს ეკუთვნით.

სამწუხაროდ, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ გვანახა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ისეთი პერსონები, რომელთათვის სიცოცხლე, ოჯახი და ელემენტარული მორალი ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებელია, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახისგან ეს პერსონები პოლიტიკურ დღის წესრიგში ხელშეწყობას ითხოვენ და ამ სიბინძურეში არმონაწილეობის, საკუთარი შვილის ტრაგედიის, მათ საჯიჯგნად არქცევის გამო, ოჯახს წარმოუდგენელ სიბინძურეებს აბრალებენ და თანადგომის ნაცვლად, ოჯახის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებით არიან დაკავებულნი.

ამ არსებებს რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამ ჯგუფის მანიაკალურ ამორალობას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნებით თუ უნებლიედ იზიარებს. ეს არის პირდაპირი სიმპტომი, რომ ჩვენს საზოგადოებაში რაღაც წესრიგში არ არის, რომ მოვწყდით რეალობას და ვკარგავთ მორალურ საყრდენს.

ჩვენ ვერ ვიქნებით მართლები საკუთარ თავთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენი შვილების სულებთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენს მომავალთან, თუ ვიღაც ნაძირლებს, უფლება მივეცით ასეთი შოკისმომგვრელი უცენზურობით მოეპყროს ოჯახს, რომელმაც 19 წლის, უცოდველი ბავშვი გაასვენა სახლიდან.

მოგმართავთ მშობლები, რომლებსაც იმ რეჟიმმა დაგვიხოცა შვილები, რომელსაც დღეს ტელეწამყვანად და ტელეგამომძიებლად ტრანსფორმირებული პროკურორ-ჟურნალისტი წარმოადგენს. ის ჟურნალისტი და ჟურნალისტები, რომლებიც დღეს იარაღით ვეღარ კლავენ ჩვენს შვილებს, რომლებიც სახელისუფლებო ბერკეტებით ვეღარ ებრძვიან ირინა ენუქიძეს, მაგრამ რომლებიც დღეს ტელეეთერებიდან ყოველდღე, ხელახლა კლავენ გიორგი შაქარაშვილს და გულს გლეჯენ მის, ისედაც გულმკვდარ მშობლებს.

მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, ყველა დედას, ყველა მშობელს, ყველა შვილს, თუ ჩვენს ქვეყანას და ხალხს რაიმე ღირსება შეგვრჩა, რაიმე პერსპექტივა გაგვაჩნია, არ დავუშვათ ეს წარმოუდგენელი უმსგავსობა და დავანახოთ ადამიანური მოდგმის ყველაზე ბნელი და ბინძური მხარის ამ წარმომადგენლებს, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც მათ ვინმე ასე მოქცევის უფლებას მისცემს.

ერთადერთი ბერკეტი, რაც დღეს ჩვენს ხელშია, არის პროტესტი, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არცერთმა ადამიანმა, ჩვენი საზოგადოების არცერთმა წევრმა, ვისაც ელემენტარული მორალი და თანაგრძნობის განცდა შერჩენილი გვაქვს, არ ვითანამშრომლოთ ამ არხთან და არ ვუყუროთ ამ ტელევიზიას, არასდროს არ გადავრთოთ მასზე, სანამ მისი დირექტორი არ გამოვა და საჯაროდ არ მოუხდის ბოდიშს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს.

ასევე მოვუწოდებ თითოეულ ხელოვანს, თითოეულ ექსპერტს, პოლიტიკოსს, ექიმს და ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს ამ ამორალურ ტელევიზიასთან, ნუ მიხვალთ ამ ტელევიზიაში და ნუ მისცემთ კომენტარს მათ ნურცერთ საკითხზე, სანამ არ მოვისმენთ სინანულს და ბოდიშს მათი დირექტორის მხრიდან.

რაც დღეს ხდება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართ და მთლიანად ამ ტრაგედიის გარშემო, ჩვენ ეს თუ დავუშვით, თუ ამას თავისი სახელი არ დავარქვით, ჩვენ საზოგადოებად ვერასდროს შევდგებით!

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანადგომას გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საზოგადოებაში ისეთები ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოვჩნდებით, ვინც ამ ადამიანების ტკივილს გაიზიარებს, დაეხმარება მძიმე წუთების გადატანაში და არ დაუშვებს მათ მიმართ წარმოუდგენელ სიბინძურეს, ვიდრე პირიქით.

ია მეტრეველი,

გულიკო გამცემლიძე,

ჯამბულ გამცემლიძე,

მანანა ვაზაგაშვილი,

თამაზ მოლაშვილი,

ლია კრიალაშვილი,

გოგი ენუქიძე.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved