• რეკლამა
  • კონტაქტი
05:00, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგიყვებით სიმართლეს”– ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:45 10-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,898
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
? ალბათ, ბევრმა თქვენგანმა მიადევნა თვალი საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის საელჩოს შორის გაჩაღებულ ორთაბრძოლას, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებში “ქარდების” საშუალებით წარიმართა.
ამერიკელი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე დემოკრატიები ოპოზიციურ პარტიებს არ კრძალავენ. “ქართული ოცნების” ულტრაინტელექტუალებმა საპასუხოდ გერმანიის მაგალითი მოიხმეს და მთელს ქვეყანას უმტკიცებენ, რომ ფედერაციული რესპუბლიკა ოპოზიციას ახრჩობს, ანადგურებს და თუ გერმანელებს აქვთ ოპონენტების მოსპობის საშუალება, ჩვენც შეგვიძლია იმავე პრივილეგიით ვისარგებლოთო.
ბევრს დაგეზარებათ წაკითხვა, მაგრამ მაინც მოგიყვებით სიმართლეს 

? გერმანული კანონმდებლობა, პოლიტიკური სისტემა მართლაც ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პროცედურას.

? პარტიის აკრძალვისთვის ურთულესი გზაა გასავლელი.

– პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა 2/3 დაუჭერს მხარს შესაბამის წინადადებას.
– პარტიის აკრძალვის ინიციატივით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის ზედა და ქვედა პალატებს, ასევე ფედერალურ მთავრობას.
– იმისათვის, რომ ბუნდესტაგმა პარტიის აკრძალვის წინადადებით მიმართოს სასამართლოს აუცილებელია: დეპუტატთა 5%-მა მოამზადოს განაცხადი სასამართლოსთვის, შემდეგ კი ბუნდესტაგის ნახევარზე მეტმა დაუჭიროს მხარი განაცხადის გაგზავნას სასამართლოში.
– სარჩელში მკაფიოდ, ფაქტებით უნდა იყოს დასაბუთებული, განაცხადი უნდა ცხადყოფდეს, რომ კონკრეტული პარტია “ავლენს საბრძოლო-აგრესიულ ქმედებას თავისუფალი და დემოკრატიული ფუნდამენტური წესრიგის” წინააღმდეგ. განაცხადში უნდა ჩანდეს, თუ რომელ კონსტიტუციურ პრინციპებს არღვევს პარტია, ასევე განხილული უნდა იყოს მეთოდები, რომლითაც გაერთიანება დემოკრატიულ წეს-წყობილებას უპირისპირდება.

? რა ხდება ამჟამად ფედერაციულ რესპუბლიკაში?

1. სხვადასხვა ფრაქციებში გაწერიანებულ რამდენიმე დეპუტატს სურს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის AfD-ს აკრძალვის პროცედურები აღძრან ბუნდესტაგში. პროცედურების დასაწყებად 37-მა პარლამენტარმა უნდა მოაწეროს ხელი წინადადებას. ჯერ არავინ იცის ვინ არიან ეს 37 (ან მეტი) დეპუტატი, რა გავლენა აქვთ და ა.შ.
მაგრამ მათ ბრძოლის წამოწყებისთვის სერიოზული საფუძველი აქვთ: უშიშროების დამოუკიდებელი სამსახურმა ამ პარტიის რამდენიმე შემადგენელ დაჯგუფებას ექსტრემისტული ძალის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
2. მოსახლეობის უმრავლესობა AfD-ს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის საფრთხედ მიიჩნევს, მაგრამ არ ეთანხმება მისი აკრძალვის წინადადებას.
3. AfD-ს აკრძალვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვას კრიტიკულად აფასებენ სოციალ-დემოკრატიულ და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიათა ლიდერები, თავისუფალი დემოკრატები, “სარა ვაგენკნეხტის გაერთიანება”, გავლენიანი იურისტები და სოციოლოგები, პუბლიცისტები და ანტიფაშისტი მოღვაწეები… ერთი სიტყვით, უმრავლესობის მხარდაჭერა ამ იდეას ამ ეტაპზე არც პოლიტიკურ კლასში აქვს და არც სამოქალაქო საზოგადოებაში.
? გერმანიაში პარტიების აკრძალვის გამოცდილება აქვთ. 1950-იან წლებში საქმიანობის უფლება ჩამოართვეს ნაცისტების თავშესაფრად ქცეულ “სოციალისტურ საიმპერიო პარტიას” და სტალინისტურ KPD-ს.
2000-იან წლებში პარლამენტის ორივე პალატა და ფედერალური მთავრობა ითხოვდნენ ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის (NPD) აკრძალვას, მაგრამ საკონსტიტუციომ უარი თქვა. 2017 წელს მეორეჯერ უარყო კარლსრუემ NPD-ს გაუქმების წინადადება.

მოკლედ, 1956 წლის შემდეგ ასეთი რამ გერმანიაში არ მომხდარა, რადგან წარმოუდგენლად რთულია საქმის ბოლომდე მიყვანა.

? დასკვნა:

1. გერმანიაში ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მხოლოდ ფიქრობენ, ამ თემაზე დისკუსიითვის ემზადებიან.
2. გერმანიაში მილიონი პროცედურაა გასავლელი პარტიის აკრძალვისთვის, ამასთანავე ათასმა ინსტიტუტმა უნდა დადოს აკრძალვისთვის სასარგებლო დასკვნა. ეს ინსტიტუტები ერთი ადამიანის, ან ერთი პარტიის მიერ არ კონტროლდებიან.
3. ამ ეტაპზე მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური კლასის უმრავლესობა არ იზიარებს აკრძალვის წინადადებას.
4. გერმანია მრავალპარტიული სისტემაა (75 წლიანი გამოცდილების) და მსჯელობა >>>> შეიძლება <<<< დაიწყოს მრავალი ოპოზიციური ძალიდან ერთ-ერთის შესაძლო აკრძალვაზე. საქართველოში ყველა გავლენიან ოპოზიციურ პარტიას ემუქრებიან გაუქმებით.
5. პარტიის აკრძალვის შესახებ დისკუსიების დაწყების ინიციატივა არ მოდის მთავრობისგან, კანცლერისგან, ლიდერებისგან… საერთოდაც მთავარი ინიციატორად ოპოზიციონერი სახელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved