• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში“ – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
22:07 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,201

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე

– რამოდენიმე ექიმი უკვე ისე საუბრობს და ისე ითხოვს დარჩენილი რეგულაციის, ნიღბის ტარების მოხსნასაც კი, რომ გაჩნდა კითხვა – დამთავრდა პანდემია? სად წავიდა?

– კოვიდი არსად არ წასულა, რატომ რა, გამოაცხადა კოვიდმა, მივდივარ და გამაცილეთო? რომელ მხარეს დაინახეს გაქცეული კოვიდი? მართლა არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მე ვიცი, რომ ევროპაში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, სადაც მოსახლეობის 80-90 პროცენტია სამჯერადად აცრილი, იკლებს ინფიცირებულთა რიცხვი, იკლებს კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი. მოსახლეობის უმეტესობამ დასავლეთ ევროპაში ან გადაიტანა კოვიდი და თან აიცრა, ან სამჯერადადაა აცრილი, რაც ამ ქვეყნებს აძლევს საშუალებას შეამსუბუქონ რეგულაციები – ნორმალური პროცესია ეს. ვაქცინაციის სწორმა პროცესმა, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებით, შეზღუდვების სწორად დაწესებამ – შეაძლებინა ეს დასავლეთ ევროპას. ფაქტი ერთია, მუშაობს ვაქცნაცია და რეგულაციების დაცვა და ევროპამ შეძლო კოვიდის მართვა, ახლა ევროპაში კოვიდი უკვე მართულია. რაც შეეხება საქართველოს, არ ვიცი, რა გითხრათ, საქართველო არ წავიდა ევროპული სცენარით, წავიდა აფრიკული სცენარით, მაგალითად და წავიდა იმ გზით, რომ მოდი, ყველამ გადაიტანოს, საქართველოს მოსახლეობის 90-პროცენტს გადატანილი აქვს უკვე კოვიდი, ეს ხომ არ არის საიდუმლო, ხომ ყველამ იცის? მაგრამ, ზუსტად იციან, ვინ რომელი შტამი გადაიტანა? ზოგმა გადაიტანა დელტა, ზოგმა ომიკრონის პირველი შტამი და ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ შეიძლება ისევ დაემართოთ ომიკრონის მეორე შტამი? არ ვიცით ეს? არაპროფესიონალები მართავენ კოვიდპანდემიას საქართველოში, სწორედ ამიტომ გაგრძელდა ეს ტალღა ამდენ ხანს, დეკემბრიდან მოყოლებული რომ გრძელდება ეს ერთი ტალღა – ესეც ხომ ნიშანია, რომ არ ხდება სწორი მართვა? მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში, ამაზე ადრეც გესაუბრებოდით და ვწერდი, მაგრამ ყველაზე კარგად ახლა გამოჩნდა: საქართველოში რუსეთის ინსპირირებული ჯგუფები, რუსული უშიშროების მიერ დაფინანსებული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინა ცუდია, რომ ყველაფერი დასავლური და ამერიკული ცუდია – ის, რასაც რუსეთის უშიშროების დავალებით, აქნტივაქსერული ჯგუფები აკეთებდნენ, იყო ქვეყნის დივერსია – არ გამოჩნდა დღეს ეს? ახლაც ვერ ხედავს ხალხი, რომ ეს რუსული სცენარია? ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდი ამაზე და 70-მდე წყარო მყავდა, რას აკეთებს ჩინეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში და რას აკეთებდა რუსეთი. რა ქვეყნებზე მუშაობს ამ კუთხით ჩინეთი და რა ქვეყნებზე რუსეთი. ანტივაქსერების ტალღა და ფაიზერის გინება რუსული ნარატივია. მე არ ვსაუბრობ იმ ანტივაქსერებზე, ვინც ჩაითრიეს დაარწმუნეს, სექტაა ეს ჩემთვის ჩვეულებრივი, მე ვსაუბრობ ორგანიზატორებზე – ძალიან საშიში ადამიანები არიან – ისინი არიან უცხო ქვეყნის, რუსეთის აგენტები, გაიშიფრნენ უკვე, აღარც მალავენ! აბა, დააკვირდით? – ჯერ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობდნენ, მერე ქართულ გენსა და ჯიშზე და ახლა იგივე ადამიანები აღმოჩნდნენ რუსეთის მომხრე, პარტიაც შექმნეს – აი, ეს არის რუსული უშიშროების ნამუშევარი და მუშაობის პროცესი დაიწყო ანტივაქსერული ღონისძიებებით. არ დავასახელებ მე ამ პოლიტიკოსების, თუ საზოგადოების ე.წ. სახეების სახელებს და გვარებს, ყველამ არ იცის? ღიად ჩანან ტელევიზორებში, ფოტოები გვაქვს, ვნახეთ განცხადებები – რა სახელ და გვარებს ვეძებთ? სად ვეძებთ მოღალატეების და რუსი აგენტების სახელებს და გვარებს – ღიად დევს ჩვენ თვალწინ. ეს იყო ზუსტად რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, საზოგადოების გახლეჩვა სურდა და გახლიჩა კიდეც ანტივაქსერებად და ვაქსერებად. გამოდიან და საუბარში უამრავჯერ ახსენებენ ამერიკას, ამერიკამ ის თქვა, ეს თქვა – ვინ საუბრობს კიდევ ყველაზე მეტს ამერიკაზე? – რუსეთი, პუტინი. ან, 5 ივლისის ადამიანების დარბევა რომ გავიხსენო… იმის უკან ვინ იდგა? არ იდგა ისევ იგივე ძალა, რომელიც ანტივაქსერების უკან?

ფოტოზე – უკრაინა

არგუმენტი რომ აღარ აქვთ, მიდგებიან ადამიანებს და ზოგი გეია, ზოგი ლესბოსელი, ზოგი ნარკომანი – აგერ, მე მათთვის თურმე, გაცხადებული მასონი ვაყოფილვარ! ზუსტად იგივე რიტორიკაა, ჩართონ, მოუსმინონ პუტინს და მერე მაგათ – ერთი და იგივეას ამბობენ. აბა, ევროპელი პოლიტიკოსი არც პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს და არც სატანას და მასონს ეძახის მოწინააღმდეგეს, არგუმენტებით საუბრობენ. სერიოზულად გეუბნებით, ერთი ადამიანი, ვინც მლანძღავდა გრუ-ს აგენტი გამოდგა, გავარკვიე. ახლა პირდაპირ ვეკითხები, 100-ლარიანი აგენტი ხარ, თუ 1000-ლარიანი? ეს ადამიანები, ვინც ორგანიზატორია, ვინც შეგნებულად მოაწერა ხელის ამის გაკეთებას, ერის მოღალატეები არიან, მათთვის სულ ერთია რას დაგიძახებენ, მთავარია, გაგლანძღონ, თორემ, რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, კანის ფერს, როცა ექიმი გესაუბრება ეპიდემიაზე? რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? წაუკითხავთ წიგნი, იციან რამე? მე რომ ვდებ წერილს, არაერთ წყაროს ვუთითებ, ყველაფერს არგუმენტირებულად ვწერ. იმასაც ვამბობდი, რომ თებერვლის ბოლოს დასრულდებოდა ეს ტალღა, არ დასრულდა? საქართველოშიც იკლებს ნელ-ნელა.

გისურვებთ ჯანმრთელობას. და მინდა ჩემ მეორე სამშობლოს ვუთხრა თქვენი მეშვეობით: “სლავა უკრაინი!”

თეგები: გიორგი ფხაკაძედეზინფორმაციაპანდემიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved