ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს, რომლებსაც მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ შეუჩერა, ამჯერად ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება.
მეუფე მათ “კრიმინალებს” უწოდებს და ამბობს, რომ განკვეთის შემდეგ “პასუხს აგებენ, როგორც საერო პირები”.
“მათ, როგორც ბერებს, აღარ ველაპარაკებით. მათთან იქნება საუბარი მხოლოდ როგორც კრიმინალებთან. მათი სახელები მამებით და საეკლესიო სახელებით დასრულდება ძალიან მალე. განვკვეთავ, კი, ჩვეულებრივი ერის ხალხი იქნებიან და ამ ერის ხალხის დონეზე მოეკითხებათ პასუხი ყველას. კიდევ ვინც გაბედავს ასეთ რამეს, ყველას გაეცემა კანონიკური პასუხი”, – ამბობს მეუფე სტეფანე.
ცნობისთვის, გუშინ, სალხინოში, ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლასთან მიტროპოლიტ სტეფანეს სასულიერო პირები დახვდნენ და მისგან პასუხები მოითხოვეს იმ ჩანაწერებზე, რომელიც მასთან დაკავშირებით სუს-ის ფაილებშია. მეუფემ შეკითხვებს არ უპასუხა და სასულიერო პირებს კრიმინალები უწოდა.
კომენტარები