• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Moderna–სა და Pfizer–ის შემდეგ, კიდევ ერთი ახალი ვაქცინა – Johnson & Johnson

ალია ავტორი - ალია
22:30 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სოფლიო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ვაქცინა შემოდის. Johnson & Johnson-ის „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ვერსიის ერთჯერადმა დოზამ იმუნური რეაქცია  აჩვენა. მეტიც მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, J&J ფსონს აკეთებს  მხოლოდ ერთ დოზაზე და მისი ვაქცინა არ უნდა იყოს გაყინული, მის შესანახად, მაცივარიც საკმარისი იქნება.  ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-თვის საბროკერო კომპანია “ველსის“ სპეციალური ბლოგიდან გახდა ცნობილი.

საერთო ჯამში, ახალმა ვაქცინამ კვლევის 1/2a ფაზის ყველა მონაწილეზე კარგად იმოქმედა: კვლევის 29-ე დღეს, კვლევაში მონაწილე პირთა 90%-ს ორგანიზმში ვირუსის უვნებელმყოფი ანტისხეულები დაუდგინდა, 57-ე დღეს კი – ყველა მათგანს. კვლევაში – 18-დან 55-წლამდე ასაკის მოხალისეები მონაწილეობდნენ.

იმუშავებს თუ არა იგი თვის ბოლოს, მე-3 ფაზის შედეგების გამოქვეყნებისას გვეცოდინება. კომპანია იმედოვნებს, რომ მარტშიი FDA-გან (აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია) საგანგებო წესით მოხმარების ნებართვას მიიღებს. ამასობაში კი, კომპანიის აქციების წინასაბაზრო ღირებულებამ 1.5%-ით მოიმატა.

მარეგულირებლი კომპანიის მიერ, Johnson & Johnson-ის ვაქცინის  უსაფრთხოობისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება მესამე დამტკიცებული ვაქცინა აშშ–ში -Moderna–სა და Pfizer–ის შემდეგ.

მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, J&J ფსონს აკეთებს  მხოლოდ ერთ დოზაზე და მისი ვაქცინა არ უნდა იყოს გაყინული, უბრალოდ მაცივარიც საკმარისი იქნება. ორივე ეს პუნქტი აადვილებს ვაქცინის განაწილებას.

კომპანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ვაქცინის კომერციული მიზნების გარეშე წარმოებაც. კომპანია 500 მილიონი დოზას დაჰპირდა „COVAX ალიანსს“ – დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, საქართველოს კი სწორედ „კოვაქსის“ ხაზითშეამოაქვსვაქცინა ქვეყანაში.

კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ  200 მილიონი დოზის შეკვეთა – ევროკავშირისა და 100 მილიონი დოზა –  აშშ-თვის, უკვე მიღებული აქვს.

მისი საერთო შეკვეთები 2021 წლისთვის 1 მილიარდი დოზაა.

”ჩვენ დავიწყეთ ვაქცინის კანდიდატის წარმოება და დარწმუნებულნი ვართ, რომ შეგვიძლია შევასრულოთ 2021 წლის მთავრობასთან ხელმოწერილი ვალდებულებები და ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ”, – ნათქვამია Johnson & Johnson-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით, ბევრ კარგ ამბავთან ერთად, არის ცუდი ამბებიც:

ფარმაცევტულ გიგანტს წარმოების შეფერხებებთან აქვს საქმე,

სავარაუდოდ, Johnson & Johnson ვერ შეძლებს, რომ თებერვლის ბოლოს, აშშ-ს 12 მილიონი დოზა მიწოდოს. ამის შესახებ იუწყება The New York Times.

წყარო – 2020ნიუსი

თეგები: ვაქცინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved