• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს” – რატომ დაარეპორტეს მოდელის გვერდი და რას წერს თაკო ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 05-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

ცოტა ხნის წინ წარმატებულმა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის გადაღებებზე ქართველი მოდელების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა, რასაც შედეგად სოციალურ ქსელში მისი პირადი გვერდის დარეპორტება მოჰყვა და დღეს მარიშას ფოტოები „ინტაგრამზე“ აღარ იძებნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც საკუთარი გამოცდილების შესახებ „ინსტაგრამის“ სთორიში ისაუბრა: „ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატრური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის უბრალოდ ჰობი ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ – წერს თაკო.

თაკო ნაცვლიშვილი მარიშა ურუშაძის გვერდის ფოტოსაც აქვეყნებს და აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოდელი პრობლემაზე ხმამაღლა საუბრის გამო დაბლოკეს. როგორც თაკო წერს, მოდელების მიმართ უპატივცემულობა ორგანიზაციების მხრიდან ყველა ზღვარს გასცდა: „ძალიან დიდი ხანის განმავლობაში ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი ღიად, თუ რა ხდება ლამაზი ჩვენებებისა და სურათების მიღმა. ყოველ სეზონზე გოგოებს გვიწევს სხვადასხვა პრობლემასთან შეჯახება. ამ სეზონმა გვაიძულა, გვესაუბრა პირობებზე, რადგან მოდელების მიმართ უპატივცემულობა ყველა ზღვარს გასცდა. უმეტეს შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში, საჭმლის გარეშე გვიწევს ყოფნა, არავინ გვეუბნება კონკრეტულ სამუშაო საათებს, სირცხვილია, ვახსენო საპირფარეშოს მდებარეობა და ანაზღაურება“ – ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, იმის გამო, რომ მოდელებს კომენდანტის საათის დროს, ანუ ცხრა საათის შემდეგაც უწევთ მუშაობა, მაშინ, როცა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა მათ სახლში დაბრუნებაზე არავინ ზრუნავს: „გვიკეთებენ საშვს, მაგრამ ტრანსპორტს თავიანთ თავზე აღარ იღებენ და ეს ჩვენი მოსაგვარებელია“ – განმარტავს თაკო.

თაკო ნაცვლიშვილი „წარმატებას“ უსურვებს მათ, ვინც, მსგავსად მარიშა ურუშაძისა, მის გვერდსაც დაარეპორტებს. მოდელი წერს, რომ ის პატივს სცემს ორგანიზაციებსა და დიზაინერებს, თუმცა ყოველთვის იდგება სიმართლის მხარეს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს.

წყარო – მარაო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved