საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს.
ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მესამე ძმამ კი თავის გადარჩენა შეძლო. ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.
შემთხვევა მოკლულების სახლის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელმა ავტომანქანიდან რამდენჯერმე ესროლა.
მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში დაწყებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.











კომენტარები