• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკვლელობაში ბრალდებული შსს ჩინოვნიკის მეუღლის ფირმამ 49 მილიონის ტენდერები მოიგო – GMC

ალია ავტორი - ალია
22:24 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი შსს ჩინოვნიკის მეუღლის კომპანიამ 49 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

ორგანიზაციის მიხედვით, შპს გზამშენი-2005-ის მეწილე, გარდა იმისა, რომ ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, მმართველი პარტიის შემწირველი გახლავთ და ქართულ ოცნებისთვის 30 000 ლარი აქვს ჩარიცხული. კომპანია ტენდერებს ძირითადად კახეთიდან იგებს და ამ რეგიონიდან სულ 23 მილიონ ლარზე მეტი აქვს წამოღებული, საიდანაც 15 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ თელავზე მოდის. კომპანიამ 38 ტენდერი (15 მლნ) უკონკურენტო გარემოში მოიგო, 14 ტენდერი (5 მლნ-მდე) კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 40 შესყიდვა (3 მლნ) კი გამარტივებული გზით, უტენდეროდ მიიღო.

გზამშენი-2005 ელექტრონულ შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. კომპანიას ამჟამად ორი მეწილე ჰყავს – ტარიელ ლაჩაშვილი და სოფიო ლაჩაშვილი. ეს უკანასკნელი ქართული ოცნების შემომწირველია. 2017 წლის 13 სექტემბერს სოფიო ლაჩაშვილმა მმართველ გუნდს 30 000 ლარის ოდენობით თანხა გადაურიცხა. იგი ყოფილი მაღალჩინოსნის ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, ეს უკანასკნელი კი 2020 წლის 25 დეკემბერს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. თვითმხილველთა გადმოცემით, მაღალჩინოსანმა საჩიშვილს 6-ჯერ ესროლა. ინციდენტის დროს დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენიშვილი.

სულ კომპანიას ბიუჯეტიდან 52,505,284 ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული.

თეგები: ვანო ზანდარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved