• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკვლელობამდე 2 საათით ადრე, კესარია ამბობდა, ბექამ ხელი უნდა მთხოვოსო” – რას ამბობენ მოკლული ქალის მეზობლები?

ალია ავტორი - ალია
12:27 09-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
650

კესარია აბრამიძის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ტრანსგენდერი ქალის მეზობლები ეჭვიანობას ასახელებენ. მეზობლის თქმით, ბექა ჯაიანის მხრიდან კესარიას მიმართ მუქარას, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას არაერთხელ ჰქონია ადგილი.

იმდენად არ სჯეროდა, რომ მოკლავდა, ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო – ამბობს მოკლული კარის მეზობელი და აღნიშნავს იმასაც, რომ ორი წლის განმავლობაში კესარია და ბექა ჯაიანი, როგორც ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ.

“მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, რომ მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და მითხრა მემუქრებაო, ღიმილით. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, რომ ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა. ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო, დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში. სმს მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა და ადგა და წავიდა საქართველოდან”, – ამბობს მეზობელი.

რაც შეეხება მკვლელობის დღეს, მეზობლები ყვებიან, თუ როგორ გაიგეს კივილის ხმა და როგორ დახვდათ სახლში შესულს კესარიას დაჩეხილი სხეული, რომელიც მთლიანად სისხლში ცურავდა.

მეზობელი ამბობს, რომ მკვლელობამდე ორი საათით ადრე, კესარია მეზობელს უყვებოდა, რომ მისთვის ბექა ჯაიანი ხელის თხოვნას აპირებდა.

“მეზობლებს გაუგიათ წივილ-კივილი, მაგრამ რომ გავიდნენ, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა და რომ შევიდნენ დახვდათ სისხლში. ზამთარშიც იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოუვარდა და მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს, მაშინ პოსტიც დაწერა მაგაზე. მერე ყველა ეუბნებოდა, შეეშვი, არ გინდაო… ორი საათით ადრე მჯდარა მეზობელთან ერთად, მანამდე პოსტიც დაუდია, მეზობლისთვის უთქვამს, ხელი უნდა მთხოვოსო. კესო სახლში იყო და ის მერე მოვიდა. კამერები რაც ვნახე, ის წყანარად მშვიდად მოვიდა, დიდი ალბათობით, წინასწარ არც არაფერი არ აგრძნობინა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved