• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკითხველის „საბას“ ერთი თვე

ალია ავტორი - ალია
16:21 06-13-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ 2023 წლის დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციის მკითხველის „საბას“ შესახებ დააანონსა. ამ ნომინაციის გამარჯვებული „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციის მოკლე სიიდან შეირჩევა, ხოლო ჟიურის წევრები ის მკითხველები იქნებიან, რომლებმაც SABA Reader-ში 3 თვის განმავლობაში (8 მაისი – 9 აგვისტო) კითხვას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.
ჟიურის ვინაობის გაგებამდე ჯერ კიდევ 2 თვე დარჩა, თუმცა პრემიის მესვეურები გასული 1 თვიდან საინტერესო მონაცემებს გვიზიარებენ:
ჟიურის შერჩევის ეტაპზე ამ მომენტში 1500-მდე მკითხველი არის ჩართული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, რადგან აპლიკაციაში მაღალი მაჩვენებლების მქონე არაერთი მკითხველია, რომელსაც
ჯერჯერობით საჯარო არ გაუხდია წაკითხვის დრო, თუმცა, შესაძლოა ფინალური  ტაპის მოახლოებასთან ერთად ვინმემ აზრიც შეიცვალოს და მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს.
მკითხველის „საბას“ ფარგლებში მკითხველებმა SABA Reader-ში კითხვას ჯამში 1 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს, რაც 18 000-მდე საათს და 730 მეტ დღეს უდრის. ჟიურის შერჩევის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში SABA Reader-ში კითხვის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. ამ 4 კვირის განმავლობაში პირველი ხუთეულის წევრები 20-ჯერ შეიცვალნენ.
სხვაობა ხუთეულის ამჟამინდელ წევრებსა და მის მიღმა მყოფ მკითხველებს შორის სულ რამდენიმე საათია.
პირველ ათეულში მყოფი მკითხველების 90% შერჩევის პროცესში მოგვიანებით ჩაერთო და არა 8 მაისს.

ამჟამად მკითხველის „საბას ფარგლებში“ ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სია ასე გამოიყურება:
ელექტრონულ წიგნებში ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“; მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“ ლიდერობს.
რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, ყველაზე პოპულარული სამეული თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“; ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა
დიასახლისი“ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ თუ გსურს მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:
* უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა
ცხოვრობდე საქართველოში;
* არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი;
* არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში;
* არ უნდა იყო „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.
ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ, ხოლო „საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მკითხველის „საბას“ მფლობელიც გამოვლინდება სექტემბერში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას –
კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი.
დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

თეგები: თიბისი ბანკისაბა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved