• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის დამარცხება გადაგვარჩენს მესამე მსოფლიო ომისგან” – მიხელსონი.

ალია ავტორი - ალია
14:26 03-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,035

მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა – გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდეს ნატო-ს.

„რუსეთი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე რიტორიკას უკრაინის ომის ძირეული მიზეზების შესახებ და აცხადებს, რომ ისინი უნდა აღმოიფხვრას. მათი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა – გაანადგურონ უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდნენ ნატო-ს. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცარიელ ლოზუნგებზე დაყრდნობა, როგორიცაა, მაგალითად „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და სანაცვლოდ დავისახოთ მკაფიო მიზანი: დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში და გამარჯვებაში. მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში დიდი ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“, – წერს მიხელსონი.

შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved