ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას აზიარებს და წერს:
,,სრული სერიოზულობით მაინტერესებს:
იმ ფონზე, როდესაც სასამართლო პროცესებზე გადაღება აკრძალულია და დარბაზში ჯიბიდან ტელეფონის ამოღების უფლებას არავის აძლევენ, ლევან ხაბეიშვილს ოჯახის წევრებთან დარეკვაც კი აკრძალული აქვს, ირაკლი ღარიბაშვილს პროცესი საერთოდ დაუხურეს და ვიდეო გადაღება კი არა, ჟურნალისტების შესვლაც კი აკრძალეს, რომ იქედან ამბის გამომტანი არ იყოს…
ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ ამას რატომ აძლევს ბიძინა სასამართლოდან ვიდეო მიმართვების გავრცელების უფლებას?
რითი დაიმსახურა? რაშია საქმე?
და აქ არავინ დამიწეროთ, შენ მიშას ვერ იტან და ერჩიო. ანუ მე ვერ ვიტან და ბიძინას უყვარს, თუ რაშია საქმე?
ან მიშა რა შუაშია? ვის მიმართაც არ უნდა დაეშვა რეჟიმს ასეთი გამონაკლისი და ორმაგი სტანდარტი, ამ კითხვას ყველას მიმართ დავსვამდი
ახლა არ მითხრათ, რომ ასეთი რამე შეიძლება ბიძინას ნებართვის გარეშე მოხდეს?
წესით, თავად ნაცები უნდა სვამდეთ ამ კითხვას.”











კომენტარები