რუსეთი აშშ-სთან ომის შემთხვევაში 3 საათში დამარცხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინურ ანალიტიკურ გამოცემა CHINA.COM-ზე დაყრდნობით Рамблер-ი ავრცელებს.
ანალიტიკოსების თქმით, მხოლოდ ევროპის კონტინენტიდან რუსეთის ტერიტორიაზე დამიზნებულია 600 ბირთვული რაკეტა და 80 ბომბდამშენი, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან ბრძოლაში ჩაერთონ.
ჩინური გამოცემაში აცხადებენ, რომ იმისთვის, რათა რუსულმა მხარემ საკუთარი თავი დაიცვას, მათ უნდა განაახლონ ანტისარაკეტო სისტემები, შეიმუშაონ სტრატეგიული ბომბდამშენების ახალი მოდელები, დააჩქარონ და მოდერნიზება ჩაუტარონ ბალისტიკურ რაკეტებს, წყალქვეშა ნავებსა და საჰაერო-კოსმოსურ ძალებს, ასევე შეიმუშაონ გეგმა სწრაფი ატომური დარტყმის განსახორციელებლად.
ზემოხსენებული ფაქტების გათვალისწინებით, ჩინური მედია აცხადებს, რომ რუსეთის საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, თუ იგი სამხედრო კონფრონტაციის გზას აირჩევს აშშ-სთან.
კომენტარები