• რეკლამა
  • კონტაქტი
06:29, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხოლოდ ერთი ისმის – ის მოკვდა, ეს მოკვდა… ვინმე ითვლის რამდენი ბავშვი ებრძვის სიკვდილს?”

ალია ავტორი - ალია
14:37 01-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჭკუიდან გადავდივარ… ვინმე ითვლის მაინც, რამდენი ბავშვია საქართველოში საწოლს მიჯაჭული? რამდენი ებრძვის სიკვდილს? რამდენი დედ-მამაა გამწარებული? ბებია-ბაბუებისა და სხვა ახლობლების განცდებზე, აღარაფერს ვამბობ… რომელიმე მეცნიერს, მკვლევარს ან ჩინოსანს, რომელსაც ეს სფერო ეხება, აინტერესებს, რა ხდება? იციან სტატისტიკა ან რა უბედურება გვჭირს? რატომ ვართ ამ დღეში? გადაჭრით ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ ეს არაა საქართველოში უცხო ქვეყნების დაფუძნებული ლაბორატორიების შედეგები? რომ ჩვენ, ქართველები, არ ვართ საცდელი კურდღლები უკვე დიდი ხანია ?

არ გაბედოთ მითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტებს არ ცდიან, ასეთ ფაქტებზე წლების განმავლობაში ვწერდი და დეტალურად ვიკვლევდი. მართალია, ესენი კვლევებს ეძახიან და არა ცდებს, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ შინაარსობრივად, ერთი და იგივეა.

ასეთი, ე.წ. კვლევებით მდიდრდებიან კლინიკების მეპატრონეები, ცალკეული ექიმები, მათთან გარიგებული პირები ხელისუფლებიდან და პარლამენტიდან, რომლებიც ანგელოზის სახეებით კი გვმოძღვრავენ, მაგრამ სინამდვილეში, პირსისხლიანი მხეცები არიან და ასეთ საშინელებებს უდგანან სათავეში. ამ სულგაყიდული ხალხის მეშვეობით ხდება მსგავსი უკეთურობები ჩვენს ქვეყანაში.

დამარწმუნებს ვინმე, რომ ჩვენ ასეთ გაუბედურებაში ე.წ. წამლის მაფიის ხელიც არ ურევია? ჯანდაცვის ბოსებმა, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც შევარდნაძის დროიდან ვხედავთ და მათ ხალხისთვის უმაქნის ჩრუტუნს ვუსმენთ, სად გააქრეს პროფილაქტიკური მედიცინა? რაში იხარჯება ჯანდაცვის ბიუჯეტი და დახმარებები, რომელსაც უცხოეთი გვიგზავნის და ის არც ისე ცოტაა? სად მიაქვთ ეს ფული? რატომ ამათხოვრებენ ხალხს და ტოვებენ სხვა, არანაკლებ გაუბედურებული ხალხის იმედად? ჩვენი მომავალი თაობა საფრთხეშია და ესენი რას აკეთებენ? რას დაწანწალებენ? რას ყბედობენ? რა მასკარადებს აწყობენ?

ვეღარ ვუძლებ ამათი პატრონების გოდებას, ვედრებას, თხოვნას, არადა, რამდენნი არიან, რამდენს უნდა შველა… საქართველოა თუ სასაკლაო? ქვეყანაა თუ ბაზარი? ყოველი მძიმე ავადმყოფობა სიკვდილთან რატომ უნდა ასოცირდებოდეს? რატომ უნდა მეშინოდეს ყოველი ცუდად გახდომის, რომ ჩემი შემოსავლით საკუთარ თავს ვერ ვუმკურნალებ, მედიკამენტებს ვერ ვიყიდი და ყველაფერზე ხალხთან მათხოვრობა დამჭირდება? მედ იცინაა თუ ,,ეშმამ გე იცინა”? ქვე ყანაა თუ ცრუ ყანა? მიპასუხონ, აბა, ვუსმენ!

სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაამხილონ, ოღონდ ნამდვილი, რადგან ტყუილს მივხვდებით, გარშემო სიკვდილის სუნი დგას და მხოლოდ ერთი სიტყვა ისმის_ ის მოკვდა, ეს მოკვდა. ცხოვრება რომ ძაალიან მშვენიერია, ესეც თავიანთ წიწილებს დაუყარონ საკენკად, ჩვენ რეალისტები ვართ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved