• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, ხუთშაბათი, 4 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:06 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე როინიშვილი:

მოგესალმებით , BBC-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ბევრი ყვებოდა საკუთარ გამოცდილებაზე რა იგრძეს და როგორ გადაიტანეს დარბევები და ის უკიდეგანო სისასტიკე რომელიც სამთავრობო საპოლიციო ძალებმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს , ამიტომ უკვე 1 წლის შემდეგ მინდა მეც მოვყვე ყველაფერი რაც ჩემს თავს მოხდა დარბევების და ინტოქსიკაციების შემდეგ თუ ჩემი ისტორია წაადგება საქმეს და პროტესტს მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფებთან
გამარჯობა მე, თორნიკე როინიშვილი, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, როცა ხალხი ვიცავდით ერთმანეთს და საქართველოს საკუთარი სისხლის ფასად. დღეები შეუსვენებლად გავატარე რუსთაველზე. რამდენჯერაც გამოვედი ვიცოდი, რომ შესაძლოა უკან დაბრუნებულს აღარ მქონოდა არც ჯანმრთელობა, აღარც ფიზიკური თავისუფლება ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, მაინც ვდგებოდი წინა ხაზზე, წყლის ჭავლსა და გაზის კაფსულებს შორის, იმიტომ რომ მჯეროდა, რომ სახელმწიფო ძალადობის წინაშე ჩუმად დარჩენა ჯერ დანებებაა, შემდეგ კი გამრუდება.
ბევრჯერ გამისწორდნენ ფიზიკურად , ბევრჯერ დგომის ძალა გამომველია. აირწინაღიც არაერთხელ გამიტყდა , ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეტევისას ჭიჭინაძეზე კი სპეცრაზმელმა მთელი ბალონი სპრეი პირდაპირ სახე და სხეულზე დაგვაცალა მე და იქ მდგომ ერთ ბიჭს რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ. ეს არ იყო უბრალოდ სუნთქვის გაძნელება ეს იყო შეგრძნება, რომ ფილტვები შიგნიდან იშანთებიდნენ , შემდგომში ეს შეგრძნება იცვლებოდა და იწყებოდა ჩასუნთქვის პრობლემები თითქოს ფილტვებზე რკინის თითებით მიჭერდნენ.
იქიდან დაწყებული, ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო „დარბევამდე“ და „შემდგომ“.
მაგრამ ამ “შემდგომ” ცხოვრებაში საკუთარი თავის ანარეკლიღა ვარ დარჩენილი დამიზიანდა მხედველობა
სინათლე ძალიან მაწუხებს , ხშირად არის მომენტები როდესაც “ფოკუსის” გასწორებას ვერ ვახერხებ და მიწევს თვალები რამდენიმე წამით დავხუჭო , ინტოქსიკაციის შემდეგ იმუნიტეტი საშინელ მდგომარეობაში მაქვს , საკმარისია პატარა გაციება რომ ეს ყველაფერი კვირიან ან მეტ ხნიან ტანჯვად მექცეს ხოლმე. საშინლად სწრაფი ტემპით დავკარგე წონა ისეთ ტემპში დავიკელი, თითქოს სხეულმა ბრძოლა დაიწყო თავისივე ფუნქციებთან. კუნთების და სახსრების მუდმივი ტკივილი უენერგიობა , ზოგჯერ , განსაკუთრებით სამუშაოს შემდეგ მეორე დღეს უბრალოდ ფეხზე დადგომაც კი მიჭირს ,
კბილებიც კი გამიფუჭდა ამაზე ალბათ არასდროს არ ვილაპარაკედი ეს ყველაფერი გაზით ინტოქსიკაციების შემდეგ რომ არ დაწყებულიყო , დაახლოებით 18 კბილი გამიფუჭდა. ტკივილი, შფოთვა , კოშმარები , ესაა ახლა ჩემი ყოველდღიურობა , და როგორც არ უნდა დავმალო ეს ყველაფერი ახლა უკვე ჩემს ღიმილშიც ჩანს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ხშირი და მოულოდნელი სისხლდენა ცხვირიდან რომელიც რამდენჯერმე თითქმის საათიც კი გაგრძელდა , იყო სისხლის ამოხველების ეპიზოდებიც თან საკმაოდ ხშირად . თითქოს სხეულს ჯერ კიდევ ახსოვს ქიმიური ნივთიერებების დარტყმა , თავს მახსენებს ხოლმე.
გონების დაკარგვა და გულის პრობლემები ჩემი ნოემბერი-დეკემბრის პრაქტიკულად ყოველდღიურობა იყო
ერთხელ აბაზანაში მწოლიარე გავითიშე , ჩემი რუმმეითი რომ არა იმ დღეს რა მოხდებოდა არც მინდა გაფიქრება. ავერსის კლინიკაში გადამიყვანა სასწრაფომ , გადაყვანამდე კარდიოგრამამ აჩვენა, რომ გულიდან წამოსული ელექტროიმპულსები მარჯვენა ფეხში სათანადოდ ვერ გადიოდა. ექიმმა მკაცრად გამაფრთხილა მოვრიდებოდი რუსთაველს თუ ნორმალური ადამიანის ხანგრძლივობით მინდოდა მეცხოვრა.
სუნთქვა ყველაზე დიდი პრობლემა იყო მაშინაც და ახლაც დღემდე არის შემთხვევები როცა ჰაერი არ მყოფნის. კიბეზე ასვლა გამოცდაა, ფიზიკური აქტივობა ტანჯვა. გული როცა მიჩქარდება ჩვეულ რიტმში დაბრუნება ძალიან მიჭირს , თითქოს ცდილობს, სულ ბოლო ძალები მოიკრიბოს და სადღაც გაფრინდეს. მაინც, ცხოვრება ხომ მიდის? იძულებული ხარ, მას გაჰყვე, მიუხედავად იმისა, რომ შენი სხეული ყოველი ნაბიჯის წინააღმდეგია.
ფსიქოლოგიური მდგომარეობას რაც შეეხება
ყველაზე შეუმჩნეველი და ამავე დროს ყველაზე მტკივნეული დამღა მანდ დამედო შფოთვა, სტრესი, მოუსვენრობა. ხმაური მაღვიძებს, უეცარი სინათლე მაფორიაქებს. ზოგჯერ სიზმარშიც კი ისევ იმ ქუჩაზე ვარ — ისევ იქ, გაზში, კვლავ ცრემლიან, დამწვარი თვალებით. თითქოს გონება ვერ ასრულებს იმ დღეს, ვერ ასრულებს ამ ამბავს , მუდმივად მტანჯავს ის კადრები როდესაც მიწევდა გადაწყვეტილება მიმეღო რომელ ადამიანს უფრო ვჭირდებოდი და 3 დან ზოგჯერ 4 დან 1 უნდა ამომერჩია და მისკენ გავქცეულიყავი დასახმარებლად
ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ფიზიკური დაზიანება. საპოლიციო ძალებმა, ვინც იმ ღამეების განმავლობაში გვარბევდა გვხოცავდა და გვახრჩობდა მხოლოდ იმ წუთში არ გვატკინეს არამედ მათ დატოვეს კვალი, რომელიც დღემდე დამაქვს, მოძრაობაში, სუნთქვაში, ღიმილში, თვალებში, ყველაფერში და მე მარტო არ ვარ ჩემნაირად დაზარალებული კიდევ ბევრია.
დასარბევი გაზი არ არის დროებითი იარაღი. ის რჩება შენთან თვეების, წლების განმავლობაში, როგორც მუდმივი შეხსენება, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ხშირად იწყება მაშინ, როცა სხეული უკვე ახლიდან სწავლობს სუნთქვას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
ახალი ამბები

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

15:05 12-04-2025
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ – თიბისი
ახალი ამბები

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ – თიბისი

14:51 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved