• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას და რეპრესიებს – ბლინკენი

ალია ავტორი - ალია
19:51 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ევროპასთან მჭიდრო კავშირის გზაზე დარჩენის მოწოდებით გამოდიან, კერძოდ, ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავებების შესახებ ცნობებს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, წელს ეუთო ათეულობით არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის აშშ-ში და ორგანიზაციის შეფასებები ოქროს სტანდარტად ითვლება.

ეუთო-მ დაადასტურა, რომ რუსეთის ჩარევის მიუხედავად, მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული. ახლა რუმინეთის ხელისუფლება რუსეთის ფართო და კარგად დაფინანსებულ ძალისხმევას ავლენს. ამავდროულად, საქართველოში დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს ამომრჩეველთა დაშინებისა და მმართველი პარტიის მცდელობების შესახებ, რომ გარემო მის სასარგებლოდ გამოეყენებინა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთო-ს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გაძლიერების მიზნით.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სანქციებზე საუბრობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved