• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივცეთ ბოლო შანსი… ივანიშვილი ჩიხშია”; “რითია ჩიხში?” – ნიკა მელია და ინგა გრიგოლია

ალია ავტორი - ალია
22:35 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,892

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, გადაცემა რეაქციაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–არ მაქვს ასეთი განცდა, როცა ვუსმენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სააკაშვილს ვინმე გაუშვებს, იმის მიუხედავად რაც არ უნდა ჩაიწეროს რეზოლუციაში, არ აპირებს არავინ გადაყვანას და თქვა პირდაპირ ირაკლი კობახიძემ, რომ მათ ინტერესში ეს არ შედის.

ნიკა მელია:

–რთულია გქონდეს სრული მოლოდინი ხელისუფლებისგან, რომელსაც აქვს კონტროლის ქვეშ ყველა ბერკეტი, ყველა სახელისუფლებო შტო, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. თუმცა, ივანიშვილი ჩიხშია უკვე შესული…

ინგა გრიგოლია:

–რითია ჩიხში შესული?

ნიკა მელია:

–დღეს მას პოლიტიკური ბრძოლა უწევს არა პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილთან, არამედ ადამიან მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც არის ძალიან მძიმე დაავადებებით და ეს დაავადებები არაადამიანური მოპყრობის შედეგად გაჩნდა, დროთა განმავლობაში. თუ ეს ხელისუფლება სასიკვდილო სასჯელს გამოუტანს და იტყვის, არა, ჯანმრთელია ჩემთვის და ამ ადამიანმა უნდა დაასრულოს სიცოცხლე ვივამედის კლინიკაში, ან ციხეში – ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მივცეთ ბოლო შანსი, შეიძლება გამაკრიტიკონ…

ინგა გრიგოლია:

–მივცეთ ბოლო შანსი, ამბობთ და ვის მივცეთ? ხელისუფლებას? და როდემდე?

ნიკა მელია:

–კონრეტული დღე, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო.

ინგა გრიგოლია:

–თქვენ ხომ იცით, რომ სასამართლო იმას გადაწყვეტს რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი? სააკაშვილის თემას წყვეტს ბიძინა ივანიშვილი და კიდევ გაქვთ იმედი?

ნიკა მელია:

–მე მაქვს იმედი, რომ ჩიხში მყოფი ხელისუფლება, ჩიხიდან გამოსვლას ეცდება, თუკი განაჩენს მიაღებინებს მოსამართლეს და ათქმევინებს, რომ გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს გადაწყვეტილება ამის ტოლფასი იქნება… სარეზოლუციო ნაწილში რა ეწერება, მნიშვნელობა აღარ ექნება. ან გადაჰყავთ სააკაშვილი საზღვარგარეთ, ვისკენაც მოუწოდებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ან საჯაროდ აცხადებენ – ვკლავთ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved