“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატრიარქოს მიმართავს:
“მინდა, მივმართო არა ხელისუფლებას, რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოს.
მეგობრებო, ქვეყანაში დაწყებულია საშიში ვირუსის ფარული, მრავალჯერადი, უკონტროლო გავრცელება, რადგან არ გვაქვს მასობრივი ტესტირება. ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებმაც, არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, სავარაუდო ინფიცრებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე არსებული სტასტიტიკა
პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ მალავს და აყალბებს მონაცემებს, რასაც აღდგომის შედეგ აუცილებლად მოჰყვება ინფიცირებულთა მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიარქოს და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს.
მოგმართავთ თხოვნით – გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ გამოცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს. მრევლს მოვუწოდებთ დროებით, ერთჯერადად გამოაცხადოთ წირვა მრევლის გარეშე, ხოლო უპასუხისმგებლო ხელისუფლება ერთად ვაიძულოთ, მკაცრად გააკონტროლოს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქალაქო წესრიგი. საფრთხე რეალურია და ერთმანეთის გადარჩენისთვის სხვა არჩევანი არც ჩვენ და არც ქვეყანას სამწუხაროდ არ აქვს”
კომენტარები