• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა, საბოლოოდ, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა” – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:09 09-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას აფასებს და მიაჩნია, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამ ფონზე, მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დასაძალევად. ამასთან, ბუნდოვანია როგორია სახელმწიფო სტრატეგია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დღეს ამ მიმართულებით მოქმედ მთავრობას უფრო მეტი ჩავარდნაა აქვს, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია. შედეგად, მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ, სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა, საბოლოოდ, მთავრობამ ვერც ეპიდემი მართა და ეკონომიკაც მოკლა.

“როგორ უნდა ვენდოთ მთავრობას, რომელსაც არ წარმოუდგენია დეტალური გეგმა რას ვშვრებით შემდეგ დღეებში, შემდეგ თვეებში. რა ნორმებს იმუშავებს სხვადასხვა სცენარისთვის? რას აპირებს მთავრობა გუშინ და დღეს დაკეტილ ასეულ ობიექტთან დაკავშირებით? რა მარაგები არსებობს ქვეყანაში დამცავი საშუალებების ან ტესტებთან დაკავშირებით? როგორ ფართოვდება დიაგნოსტიკური ქსელი, ლაბორატორიები? რატომ არ უხდის სახელმწიფო კლინიკებს და ლაბორატორიებს კუთვნილ ანაზღაურებას, მათ შორის კოვიდ კლინიკებს?“ – აცხადებს ჩიხლაძე და მთავრობისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან გაუცემელ კითხვებზე პასუხების გაცემას საჯაროთ ითხოვს.

„კიდევ უფრო მეტი კითხვაა იმასთან დაკავშირებით თუ რა გააკეთა მთავრობამ ბოლო 5 თვის განმალობაში ვირუსის ახალ „ტალღასთან“ დასახვედრად, მითუმეტეს, რომ სეზონურ გრიპთან თანხვედრაში შესაძლოა საერთოდ უმართავი გახდეს სიტუაცია. მომზადების და შესაძლებლობების გაზრდის ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლები საწოლია მობილიზებული ვიდრე ეს აპრილში იყო. დღემდე არ ვიცით რა მარაგებია სამედიცინო აღჭურვილობასთან და სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, წამლების მარაგი რა მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მარაგი, გაიზარდა თუ არა თანამედროვე სტანდარტების მქონე ბოქსირებული პალატების რაოდენობა ქვეყანაში. კვლავ არაფერი გაკეთებულა საავადმყოფოების შიდა ინფექციების კონტროლის გასაუმჯობესებლად და პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებლად, რომ მარტივი და უსიმპტომო შემთხვევები იმართოს პირველადი ჯანდაცვის დონზე. არ მომზადებულა არცერთი ახალი საინფორმაციო კამპანია ზაფხულის პერიოდში. კიდევ ბევრი კითხვა არსებობს და მოვუწოდებ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ გავხსნათ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია,“ – მიაჩნია ჩიხლაძეს და აცხადებს, რომ ამ ქმედებებით მთავრობა ყოვედღიურად კარგავს საზოგადოების ნდობას და პროცესიი საჯაროობას ითხოვს.

„სტრატეგია აღმაშენებელმა და გიორგი ვასაძემ ჯერ კიდევ აპრილ-მაისის პერიოდში წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული ოთხი სხვადასხვა გეგმა, რომელიც მთავრობამ არცერთი არ გაითვალისწინა. ახლა კი შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა. საბოლოო ჯამში, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა. მადლობა კიდევ ერთხელ ინფექციონისტებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ამ პირობებშიც თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

14:11 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved