• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე, იმპორტიც უნდა იყოს, ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია ჯერ ჩვენს თავს მივხედოთ და გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა, მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:26 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მომდევნო სამი  წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით,  მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე.

„კარგად მოგვეხსენება, რომ წლების განმავლობაში, მოყოლებული მას შემდეგ, რაც ჩვენ  აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასევე დაინგრა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი უგუნური პოლიტიკით  და ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნური პოლიტიკით, თავად დაანგრიეს და დაშალეს, ფაბრიკები, საწარმოები, ქარხნები. აუცილებელია ამ ყველაფრის აღდგენა, რომ მეტი დასაქმება მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის, მეტი დოვლათი შეიქმნას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. არ შეიძლება და მიუღებელია, არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. რა თქმა უნდა, იმპორტიც უნდა იყოს, ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია ჯერ ჩვენს თავს მივხედოთ, ჩვენს მოსახლეობას მივხედოთ  და თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ, როგორც მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციით, რისი უდიდესი, უზარმაზარი პოტენციალიც გაგვაჩნია, მართლაც ამ უნიკალურ მხარეში, რომელიც ცნობილია, ცნობილი ვენახებით, ვაზის ჯიშებით, ღვინით. რა თქმა უნდა, განვავითარებთ ტურიზმს და სპეციალურ პროგრამებს წარმოგიდგენთ უახლოეს თვეებში ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის, ეს იქნება კონკრეტულად მორგებული თქვენს მუნიციპალიტეტზე, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მე ვახსენე სოფლის მეურნეობის პროგრამები და ასევე ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი, დამატებითი უფრო ძლიერი ნაბიჯები. იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, პატარა საწარმოების განვითარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved