• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიწები, საწარმოები, ვენახები – სპეცსამსახურების შეფის ოჯახის ბიზნესი და ქონება – “საწარმოში უფრო დიდ დროს ატარებს, ვიდრე სახლში”

ალია ავტორი - ალია
20:58 10-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422

ტვ პირველის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხანა მცხეთის რაიონში მდებარეობს. ეს ქონება ანზორ ჩუბინიძის შვილის, 25 წლის მარიამ ჩუბინიძის სახელზეა გაფორმებული.  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილი 2 კომპანიას ფლობს, ერთი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი “ზაქარო დისტილერია” და მეორე “ზაქაროს ვენახები”, რომელიც ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილმა 2023 წლის 4 აპრილს  დაარეგისტრირა.

ვინ არის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის  რეალური მფლობელი, ბიზნეს იმპერია ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილმა ააშენა თუ, გავლენიანმა მაღალჩინოსანმა ქონება და ბიზნესი ქალიშვილის სახელზე გადამალა? – ჩუბინიძის დედა “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ სპეცსამსახურის პირველი პირი  საწარმოს მართვაშია ჩართული და საგურამოში ჩასული ქარხანაში უფრო დიდ დროს ატარებს ვიდრე მშობლების სახლში. 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანამხმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო  საქმიანობის უფლება არ აქვს.  კანონში პირდაპირ წერია, რომ ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ბიზნესის მართვაში და თუკი ამ კანონს დაარღვევს მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება, თუმცა, თუ ამ უწყების ოფიციალური ვებგვერდით ვიხელმძღვანელებთ, რაჟდენ კუპრაშვილს ამ დრომდე არც ერთ მაღალი თანამდებობის პირის სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ წარმოებაც კი არ დაუწყია.

ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური  სამსახურის უფროსის ქალიშვილის სახელზე გაფორმებული სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუბინიძეები ყიდულობენ მიწებს და აშენებენ ვენახს. მხოლოდ 2023 წელს ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილის სახელზე 10-მდე მიწის ნაკვეთი გადაფორმდა, რომლის საერთო ფართი 12 ათასი კვადრატულ მეტრზე მეტია.

ანზორ ჩუბინიძე “მელაძის შაბათთან” ამტკიცებს, რომ ქარხნის მშენებლობა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების შეძენა, საწარმოო ხაზის დამონტაჟება, შეძენა და ქარხნის ახალი მშენებლობის დაწყებაც, მხოლოდ ხელფასით მოახერხეს.

ანზორ ჩუბინიძის ხელფასი 6500 ლარია. ამას თუ საშემოსავლო გადასახადს გამოვაკლებთ, მის ანგარიშზე ყოველთვიურად 5530 ლარი ირიცხება.  როგორ ახერხებს ჩუბინიძე ამ თანხებით ქარხნების აშენებას, ოჯახის რჩენას, ვენახების ყიდვას?

რა შემოსავლები აქვს ანზორ ჩუბინიძის შვილს? – მარიამ ჩუბინიძ მედიის კითხვებს არ პასუხობს.

ირკვევა ისიც, რომ ბიზნეს იმპერიის აშენებაში ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილს საქართველოს მთავრობა დაეხმარა. ოფიციალური დოკუმენტებს მიხედვით, საწარმოს მოსაწყობად ფული სოფლის განვითარების სააგენტომ მისცა. მარიამ ჩუბინიძის კომპანიის სახელზე ნახევარი მილიონი ლარი ჩაირიცხა.

სოფელ ზაქაროში ნაყიდი მიწები და აშენებული ქარხანა ერთადერთი ქონება არ არის, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილის სახელზე გადაფორმდა. 2023 წელს 25 წლის მარიამ ჩუბინიძის საკუთრებაში, თბილისში, გოგიშვილის პირველ შესახვევში  720 კვადრატული მეტრი მიწა და მშენებარე სახლიც აღმოჩნდა. ანზორ ჩუბინიძის შვილმა ქონება მამის საცხოვრებელი სახლის გვერდით იყიდა.   ეს ქონება იპოთეკური სესხით არის შეძენილი. 

არყისა და სპირტის სახდელი საწარმო ანზორ ჩუბინიძის ერთადერთი ბიზნესი არ არის. ყვარელში გაშენებული ვენახები და ღვინის საწარმო ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსან ყოფილ პირად მცველს ეკუთვნის. ბიზნესი, სადაც დიდი ფული ბრუნავს,  ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსანმა მარჯვენა ხელმა  2018 წელს დაიწყო. ქონება ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობაზე ყოფნის დროს მოაგროვა.

თეგები: ანზორ ჩუბინიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved