• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მითხრეს, გაყინულ ტბაზე სრიალისას ყინული ჩაუტყდაო… ჩემს ყველაზე ღრმა ტრავმათაგან ეს ტრავმა ერთ-ერთია…” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
13:17 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

“გამხეცებული პოსტი დავწერე გუშინ პოლიციელზე, ციხიდან ცხვირი არასდროს გამოყოსმეთქი. გამოვუშვი ბრაზი და ცოტა ხანში ჩემი პოსტი ისევ რომ შემომხვდა, ისე უსიამოვნო იყო, მივმალე.

უხსოვარ დროს, ბავშვთა სახლში რომ ვმუშაობდი, პატარა მუნჯი ბიჭი გვყავდა ერთი, სანდრო. ჟღვლინტიანი ბავშვები ხომ გინახავთ, ნებისმიერ ამინდში, სულ რომ ცხვირიდან მოსდით, – ასეთი იყო. ყოველ დილას, ეზოს კართან მელოდა და რომ მხედავდა, სიხარულისგან ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. მაინც მესმოდა მისი “ხმა”. ისეთ დიდ პირს აღებდა, ნიკაპი მკერდზე ებჯინებოდა და გაფართოებული, განათებული თვალებით მორბოდა ჩასახუტებლად და მერეც, მთელი დღე გულზე მყავდა აკრული.

სახლში რომ ვბრუნდებოდი, ტანსაცმელზე ლოკოკინას ვერცხლისფერი ნაკვალევივით მქონდა მიხატული მისი ჟღვინტები.

უკვე ნიუ იორკში ვცხოვრობდი, ბავშვებს რომ ჩვეულებისამებრ მოსაკითხად დავურეკე და მითხრეს, სანდრო ცოტა ხნით სოფელში, სახლში წაიყვანეს და გაყინულ ტბაზე სრიალისას ყინული ჩაუტყდაო. ჩემს ყველაზე ღრმა ტრავმათაგან ეს ტრავმა ერთ-ერთია და ჩემს ყველაზე მკაფიოდ ჩაბეჭდილ სურათებს შორის, სანდროს სახე ერთერთი ყველაზე კაშკაშა.

ერთადერთი, რის მოგონებაც არ შემიძლია, მისი ხმაა, რომელიც არასდროს ამოუღია. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს სახე ჩემთანაა და ყველგან, სადაც ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს ვხედავ, ჩემთან ბრუნდება. ამ დროს მონატრებას და მთელ სხეულში საშინელებას ერთად ვგრძნობ, რის გამოთქმაც შეუძლებელია. ხოდა ციხიდან ცხვირი არ გამოყოს დროზე ადრე მაგ სადისტმა.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved