დედოფლისწყაროში 11 და 13 წლის ასაკის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ. ერთ-ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩასულან. მამის თქმით, მისი შვილი თბილისს არ იცნობს.
„ჩემი შვილი სახლიდან დილით 10 საათზე გამოვიდა. მითხრა საჭმელებზე მივდივართო და იმის მერე აღარ მინახავს. თბილისში წავიდეთო უთქვამთ, მაგრამ იქაც არ ჩასულან. პოლიციელები ეძებენ, არ გაჩერებულან“
კომენტარები