• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მითხარი, სააკაშვილო, ეს გაპატიო??? ჯალათი ხარ, შენ, სააკაშვილო! ბავშვების გამამწარებელი ჯალათი!“ – ზაზა დავითაია

ალია ავტორი - ალია
23:14 11-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

ჟურნალისტი ზაზა დავითაია:

„მითხარი, სააკაშვილო, ეს გაპატიო???

პირველ ფოტოზე, ჩემი უფროსი შვილებია, გიორგი და თეა. შეიარაღებული გადატრიალების შენს მიერ შეთითხნილი ბრალდებით ჩემი დაჭერიდან (2006 წლის 6 სექტემბერი) 1 თვეშია გადაღებული. მეორე ფოტოზე კი, თეას მიერ ჩამოწერილი საახალწლო სურვილებია… ახლა ვნახე და, გული შემეკუმშა!!!

საკუთარ თავზე არ მიდარდია, თუმცა, როცა სახლიდან ხელბორკილდადებული გამიყვანეს ნიღბიან-ავტომატიანმა სპეცრაზმელებმა, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით, უკან ვერ დავბრუნდებოდი… მარტო ერთხელ მოვიხედე დარდიმანდულად გაღიმებულმა, რათა ბავშვები არ დაზაფრულიყვნენ და ბორკილებიანი ხელების ქნევით დავემშვიდობე. ბოლოს, რაც დამამახსოვრდა, მათი შიშისგან გაფართოვებული თვალები იყო! გიო მაშინ 11 წლის გახლდათ, თეა – 7-ის…

სააკაშვილო! ნაცებო! აბა, თეას საახალწლო სურვილები წაიკითხეთ და მითხარით, მაქვს თუ არა უფლება, ამ ბავშვის ცრემლები გაპატიოთ???

დიახ, ამ გაცრეცილ ფურცელზე ჩემი შუათანა შვილის, თეას ნატვრებია, ახალი, 2007 წლის დამდეგს, როდესაც სააკაშვილმა 7 წლის ბავშვს მამა წაართვა…

მარტო მამა არა! საარსებო წყაროც გადაუკეტა, რადგან პატიმრობა არ მაკმარა, სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი დედ-მამა სამსახურიდან გამითავისუფლა და ბავშვები ღვთის ნების ამარა დატოვა…

ბავშვი მამას ნატრობდა, მაგრამ, სააკაშვილო! შენგან განსხვავებით – თეას სრულიად უდანაშაულო მამას ამ ნატვრის მერე კიდევ ოთხნახევარ წელს მოუწია ციხეში ყოფნა!

სააკაშვილო, შენს შვილს ხომ ჰქონდა ველოსიპედი? ინგლისურზეც ხომ დაგყავდა? არც საჭმელი აკლდათ, ჰო? ჩემები – უველოსიპედოდ გაიზარდნენ!

მამის მზრუნველობის და სითბოს გარეშე გაიზარდნენ!

შიოდათ, წყუროდათ, სციოდათ!

როცა ავადმყოფობდნენ – წამალი არ ჰქონდათ!

აბა, გაიხსენე, 7 წლის ასაკში რაზე ოცნებობდნენ შენი შვილები და მერე ჩემი შვილის ნატვრას შეადარე!

რა სასაცილოდ ცოტაა, არა? მაგრამ შენი ბოროტების გამო,

ეს უბრალო ნატვრებიც არ აუსრულდა!

სააკაშვილო, მარტო მე კი არა… შენ ჩემს შვილებსაც გადაუკეტე მომავალი! ჩემი უკანონოდ დაპატიმრების შემდეგ მათი ცხოვრება პრობლემებით დაიხუნძლა და დღემდე იმ ინერციით ცხოვრობენ!!!

სააკაშვილო, როცა ციხეში მეუფე ნიკოლოზმა გაზიარა, აღსარებაში თუ უთხარი, რომ თეა მამის გარეშე დატოვე და ბავშვური ბედნიერება სამუდამოდ წაართვი?

ჯალათი ხარ, შენ, სააკაშვილო! ბავშვების გამამწარებელი ჯალათი!

მითხარი, სააკაშვილო, გაპატიო, თეუსას ცრემლები?“

თეგები: ზაზა დავითაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved